ჩემდა სამწუხაროდ, ორიდან ერთი "დინამო" გავარდება - ივო შუშაკი თბილისშია

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე ეტაპის განმეორებითი მატჩის წინასამატჩო პრესკონფერენციას, დღეს, 1 აგვისტოს, "დინამო არენას" მედიადარბაზში თბილისის "დინამოს" და საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი ივო შუშაკი დაესწრო.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, "დინამო არენაზე", თბილისის დროით 21:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ზაგრების "დინამო" დაუპირისპირდებიან.

შუშაკს ხვალინდელი მატჩის შეფასება ვთხოვეთ.

"ზაგრების "დინამო" მთლად კარგ ფორმაში არ იმყოფება. მართალია, თბილისში ორბურთიანი უპირატესობით ჩავიდა და ეს კარგი უპირატესობაა, მაგრამ ეს არაფერს ნისნავს - 90 წუთის მანძილზე ბრძოლაა საჭირო.

ჩემდა სამწუხაროდ, ორი "დინამოდან" ხვალ ერთი გავარდება. აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, მიხარია თბილისში დაბრუნება და ახალი სტადიონის ნახვა, ძველ მეგობრებთან შეხვედრა.

ზაგრებში თბილისის "დინამომ" პირველი 40 წუთი შთამბეჭდავად ჩაატარა. ამის მიუხედავად, ტაიმის მიწურულს ხორვატებმა ორი გოლი გაიტანეს... ვერც იმას ვიტყვი, რომ კრანჩარმა გადაწყვიტა მეორე ნომრად თამაში. ზაგრების "დინამოს" პირველ ნომრად თამაში სურდა, თუმცა თბილისელებმა ამის შანსი ზაგრებში მეტოქეს არ მისცეს, რადგან თქვენი "დინამო" კარგად ორგანიზებული და სტაბილური გუნდია. ხვალ ორივე გუნდს რთული მატჩი ელის, გულშემატკივარი კი მხოლოდ სიამოვნებას მიიღებს.

3 კვირაში ზაგრების "დინამოს" აკადემიის მწვრთნელი ვხვდები. იმედია, იქაც წარმატებას მივაღწევ", - განაცხადა შუშაკმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანი რომელმაც ქართველებს ხორვატი ერი შეგვაყვარა. მართლაც რომ კაცობიე ეტალონი და თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია, ვაჟკაცი კაცია. მას უყვარს საქართველო. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს და ჯანმრთელად გვიმყოფოს ქართველ და ხორვატ ხალხს ბატონი ივო შუშაკი.
გიო
12:11 02-08-2016
0

სიახლეები პოპულარული