ჩვენი მეტოქე ისრაელის ნაკრები შარში გაეხვა

AutoSharing Option
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) ისრაელის ფეხბურთის ასოციაციას, "ევრო 2012"-ის შესარჩევ ციკლში ჩვენი მეტოქე ნაკრებიდან მთავარი მწვრთნელის, ლუის ფერნანდესის გაშვების რეკომენდაციით მიმართავს.

ფიფას ოფიციალურ მიმართვაში ნათქვამია, რომ 51 წლის ფრანგმა სპეციალისტმა ისრაელის ნაკრებში მუშაობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს, რისი მიზეზიც ყატარულ კლუბ "ალ-რაიმონთან" მისი ვალდებულებებია. ამ გუნდს ფერნანდესი 2005 წელს წვრთნიდა.

"ფერნანდესს მომდევნო კვირაში შეხვდებით და ამ პრობლემას განვიხილავთ", - პასუხად აცხადებს ისრაელის ფეხბურთის ასოციაციის თავჯდომარე ავი ლუზონი.

ისრაელის ნაკრებს, რომელიც ფრანგმა სპეციალისტმა 2010 წლის მაისში ჩაიბარა, მარტში "ევრო 2012-ის" შესარჩევი ციკლის
ორი საშინაო მატჩი აქვს ჩასატარებელი. პირველ შეხვედრას ებრაელები ლატვიის, მეორეს კი საქართველოს ეროვნულ გუნდთან გამართავენ.

ლუის ფერნანდესი თავის დროზე ფრანგულ პსჟ-სა და "კანს", ესპანურ "ატლეტიკს", "ესპანიოლსა" და "ბეტისს", ასევე ებრაულ "ბეითარს" წვრთნიდა.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული