მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს საქართველო "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.
სალაროებში ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათიდან დაიწყო. სალაროების სამუშაო საათები: 11:00-19:00.
ბილეთების ფასი 5, 10, 15, 25 და 35 ლარია. მატჩის ბილეთების შეძენა მსურველებს ასევე ინტერნეტით, ვებგვერდ tkt.ge-ზე შეუძლიათ.