საქართველოს ნაკრები: ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის და კაკაბაძის გარეშე [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, ავსტრიასთან 5 სექტემბერს გასამართი თბილისური მატჩისთვის რომ ემზადება, 30 აგვისტოს მორიგი ვარჯიში გამართა.

ამ ეტაპზე, ნაკრებთან ერთად არ არიან ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კაკაბაძე და თორნიკე ოქრიაშვილი. ყაზაიშვილი ჩამოსული იყო და პირველ ვარჯიშშიც მონაწილეობდა, მაგრამ გუშინ ვარშავაში გაფრინდა, "ლეგიასთან" კონტრაქტის გასაფორმებლად.

სატრანსფერო საკითხებს აგვარებდა ოქრიაშვილიც, მაგრამ რაც მოხდა, უკვე იცით - მას 20-დღიანი რეაბილიტაცია სჭირდება და ავსტრიასთან ვერ ითამაშებს.

- [ექსკლუზივი] ექიმებმა - გულიო... თორნიკე ოქრიაშვილი და "მარსელი" ჩაიშალა

ხოლო რაც შეეხება კაკაბაძეს, მისი არჩამოსვლის მიზეზი ვერ დავადგინეთ,
თუმცა კი გვითხრეს, რომ ისიც მალე ეროვნულ გუნდთან ერთად იქნება.

საქართველოსთან თბილისურ მატჩში ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს 28 წლის ცენტრალური ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი უკაპიტნებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ავსტრიელთა დამრიგებელმა მარსელ კოლერმა. ბაუმგარტლინგერი ახლახან გადავიდა "ლევერკუზენში", მანამდე კი ასევე ბუნდესლიგური "მაინცის" ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

საქართველოს ნაკრები:
მეკარეები: გიორგი ლორია ("კრილია სოვეტოვი", რუსეთი), როინ კვასხვაძე ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი მაკარიძე ("მორეირენსე", პორტუგალია), ნუკრი რევიშვილი ("მორდოვია", რუსეთი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე ("დინამო", თბილისი), ოთარ კაკაბაძე ("ხიმნასტიკი", ესპანეთი), სოლომონ კვირკველია ("რუბინი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი ("დინამო", თბილისი), ლაშა დვალი ("სლასკი", პოლონეთი), გიორგი ნავალოვსკი ("ვერია", საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე ("ტეპლიცე", ჩეხეთი), დავით ხოჭოლავა ("ჩერნომორეცი", უკრაინა)

ნახევარმცველი: ნიკა კვეკვესკირი ("გაბალა", აზერბაიჯანი), ბუბა დაუშვილი ("დიოშგიორი", უნგრეთი), გიორგი აბურჯანია ("სევილია", ესპანეთი), ალექსანდრე კობახიძე ("ვორსკლა", უკრაინა), ჯანო ანანიძე ("სპარტაკი", რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ლეგია", პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", თბილისი), გიორგი ჭანტურია ("ურალი", რუსეთი), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო", თბილისი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი ("დინამო", თბილისი), დავით სხირტლაძე ("სილკებორგი", დანია), ოთარ მარცვალაძე ("ორდაბასი", ყაზახეთი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 21 /
არც ერთი მჭირდება,არც მეორე და არც მესამე,ოქრიაშვილი განსაკუთღებით.
jiji
01 სექტემბერი 2016 07:11
0
მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე საქართველომ ერხელაც რომ ვეღარ მოიგოს, ისეთ სისულელეს არასდროს ვიტყვი, რომ აქ ფეხბურთი უნდა გაუქმდეს
Gio
01 სექტემბერი 2016 00:19
0
მე ფეხბურთი უფრო მიყვარს ვიდრე რაგბი მაგრამ მომხრე ვარ ფეხბურთის მაგივრად რაგბში რომ ჩAიდოს ინვესტიციები და რესურსები რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ეგენი თუ გაგვახარებენ თორე ამათ ცოტა პერსპექტივა აქვთ.
nika
31 აგვისტო 2016 18:05
0
შეხედეთ ერთი ეს ტროლები რა დღეში არიან! :) ეკა, მაიკო, გიორგი, რას ბოდიალობთ თავად თუ იცით? რაო? ფეხბურთი უნდა გააუქმონ? რა, ქუჩის ბაზრობაა რო გააუქმონ? ცოტა მეტი პატივისცემა, სითბო და სიყვარული არ აწყენდათ ჩვენს ბიჭებს თამაშამდე ერთი კვირით ადრე. ერთი ნაკრები გვყავს, ერთი და ერთი სამშობლო გვაქვს და ეს ჩვენი ნაკრების ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია წელს. ახლა უნდა დავუდგეთ ჩვენს ნაკრებს და ბიჭებს გვერდში და ვუქომაგოთ! თუ პოზიტიური კომენტარის დადება არ შეგიძლიათ, თავი მაინც შეიკავეთ ნეგატიური პესიმიზმისგან. გვახვევთ თქვენს პესიმიზმს თავზე აქ. დაელოდეთ თამაშის დამთავრებას და მერე გამოუშვით ვაი-ვიში და ცრემლები.
ლუკა
31 აგვისტო 2016 15:44
0
ფეხბურთელების დაფინანსება დავუტოვოთ მარტო ბავშვებს, მაგას ფედერაცია სულ არ სჭირდება, ერთი 40-50 საბავშვო მწვრთნელს სახელმწიფომ დაუნიშნოს ძალიან კარგი ჯამაგირი, მშობლებიც ამოისუნთქავენ და ისედაც სწორი იქნება, გამონთავისუფლებული უზარმაზარი თანხით გავაძლიეროთ რაგბის ინდუსტრია და საერთოდ რაგბისტებს მოხმარდეს მთელი ფული, ჯიგრიანები მაინც არიან ბოლოსდაბოლოს და პრანჭვა- გრეხვით არ დადიან
სამართლიანი
31 აგვისტო 2016 15:31
0
მარჯვენა ფლანგზე თავდაცვის ჯარს თუ დავაყენებთ აბა ლობჟანიძე ან კაკაბაძე ტაქს ვერ აჩერებენ მარკო არნაუტოვიჩს გააჩერებენ
ქუთეისელი
31 აგვისტო 2016 15:12
0
მაგარი სირცხვილია ისეთი გუნდი გვყავს და სულ რომ არ გვყავდეს არა სჯობია????????? იქნებ რეფერენდუმი მოვაწყოთ და რაც შეიძლება მალე
ეკა
31 აგვისტო 2016 14:48
0
ფეხბურთს უფრო მეტი ხორცმეტი ჰყავს მიწებებული, ვიდრე ის ხალხი ვინც ინფარქტს ღებულობს ჩვენების თამაშს რომ უყურებს, მოაშორეთ ეს ფედერაცია და ვაი აგენტები საერთოდ
გაგა
31 აგვისტო 2016 14:45
0
ჟორდანიამ და ვერელების საძმომ ხომ ჭამეს ფეხბურთის ფულები, მერე არველაძემ გადაჭამა იქაურობა, ეხლა რა ხდება ჯობს დროზე სააშკარაოზე გამოიტანოთ თუ ვინმეს ჟურნალისტი გქვიათ, ყველაზე სწორია საერთოდ აიკრძალოს ფეხბუეთი საქართველოში, თუ ვინმე მარადონა გამოვა ის თავის გზას მაინც იპოვის
gio
31 აგვისტო 2016 14:43
0
გავაუქმოთ ეს ფეხბურთი ცოტა ხნით მაინც, როცა ახალგაზრდები წამოვლენ და თუ ივარგებენ მერე აღვადგინოთ. ტყვილი ხარჯია ფედერაციის შენახვა, თვითონ მაგრად ცხოვრობენ და ფეხბურთი სულ ფეხებზე ჰკიდიათ
მაიკო
31 აგვისტო 2016 14:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული