ვაწაძე და ოქრიაშვილი თავისუფალი აგენტები არიან, რა ბედი ელის კანკავას?

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების 27 წლის ფორვარდმა მათე ვაწაძემ დანიურ "ორჰუსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და ახალ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით მოძებნის. ვაწაძეს ერთ-ერთი თურქული კლუბის ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ გარიგება არ შედგა.

კონტრაქტი გაწყდა თორნიკე ოქრიაშვილსა და "გენკს" შორისაც. ვაწაძის დარად, ისიც თავისუფალი აგენტი გახდა და რა იქნება შემდეგ, ახლა რთული სათქმელია.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას, მასთან დაკავშირებას ბოლო დღეებში ამაოდ ვცდილობდით. კანკავაზე ახალი ინფორმაცია ვერც ინტერნეტში მოვიძიეთ. ამდენად, მის სამომავლო გეგმებზე, ჯერჯერობით, არაფერია ცნობილი.

ვნახოთ, დარჩება თუ არა კანკავა
"რეიმსში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამათ კი შეეძლებათ ახალი კლუბის მოძებნა ვინაიდან გათავისუფლდენ კლუბიდან, მაგრამ კვირკველიას და კანკავას რა ეშველებათ რომელთაც კლუბი არ უშვებს კომპესაციის გარეშე.ძალიან ცუდი პონტია ეს.
gabo
12:21 01-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული