ვლადიმირ ვაისი: ავსტრიასთან დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა დღეს, 1-ელ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ავსტრიის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩსა და გუნდის შემადგენლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები 5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ავსტრიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

"გუნდი შეიკრიბა. რა თქმა უნდა, რამდენიმე ფეხბურთელის არყოფნა, იგივე ლევან მჭედლიძისა და ჯაბა კანკავასი, დიდი დანაკლისია გუნდისთვის. მათ ტრავმებზე ვიცოდით...

დღეს ჩამოდის თორნიკე ოქრიაშვილი. სამწუხაროდ, "მარსელში" მან სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა, რის გამოც წუხელ, როცა ვესაუბრე, ძალიან გულდაწყვეტილი იყო, თუმცა მე
მისი ჯანმრთელობის მჯერა. ჩამოვა და აქაც ვნახავთ, რა და როგორაა.

დადებითი შედეგის მისაღწევად ავსტრიასთან მაქსიმუმს გავიღებთ. ადვილი მატჩი არ გველის. ავსტრია კარგი გუნდია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე წელს არ გაუმართლა. მათ არნაუტოვიჩისა და ალაბას სახით მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავთ. თუმცა, მეორე მხრივ, არც ჩვენ გვყავს ცუდი ფეხბურთელები - დადებითი შედეგის მიღწევა შეგვიძლია!

გვსურს, ავსტრიასთან მატჩში ვდომინირებდეთ და შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, მაგრამ დაცვაზეც უნდა ვიფიქროთ - ვიმეორებ, მეტოქე ძლიერია და შეცდომას არ გვაპატიებს.

ლაშა პარუნაშვილი ვიხმე, რადგან გიორგი აბურჯანიამ ტრავმა მიიღო. ავსტრიასთან აბურჯანია ვერ ითამაშებს, მაგრამ ის გუნდში მაინც დავტოვე.

ჯგუფში ფავორიტები არ ვართ, მაგრამ სიურპრიზების შეთავაზება ყველასთვის შეგვიძლია!", - განაცხადა ვაისმა.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჟურნალისტის შეკითხვა ბატონ ვაისთან: "როგორ სტრატეგიას აირჩევთ ავსტრიასთან? დომინირებას აპირებთ?" ვაისის პირველადი რეაქცია: ჩაეცინა :)
ლუკა
03:41 02-09-2016
0
1 0 სულ კარგი არ არის მაგრამ /'ტოტალიზატორსი დადეტ ნაკლები
jemali
00:12 02-09-2016
0

სიახლეები პოპულარული