არნაუტოვიჩი: 118-ე ადგილი ფიფას რეიტინგში არაფერს ნიშნავს, საქართველომ ესპანეთს მოუგო!

AutoSharing Option
ავსტრიის ნაკრებისა და "სტოკ სიტის" შემტევმა მარკო არნაუტოვიჩმა საქართველოში გამომგზავრებამდე ავსტრიელ ჟურნალისტთა კითხვებს უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს ავსტრიის ნაკრები 5 სექტემბერს თბილისში, საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. არნაუტოვიჩს პირველ მეტოქეზეც ჰკითხეს.

"ევროპის ჩემპიონატის წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გუნდი ვერთიანდებით და ვიწყებთ ბრძოლას ახალი წარმატებისთვის. ამ ყველაფერს კი საქართველოსთან მატჩით დავიწყებთ.

რეიტინგში 118-ე ადგილი? ჩვენთვის არაფერს ნიშნავს, რადგან საქართველოს ნაკრებმა მცირე ხნის წინ ესპანეთის ნაკრებს სტუმრად მოუგო", - ციტირებს არნაუტოვიჩს diepresse.com.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული