მარსელ კოლერი: ანალიზმა გვიჩვენა, რომ ქართველებსაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში

AutoSharing Option
დღეს, 4 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურამდე 1 დღით ადრე, "დინამო არენას" მედიადარბაზში ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ავსტრიელთა მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 5 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

"ერთი კვირაა, რაც შევიკრიბეთ. ფეხბურთელები დიდი სიხარულით შეუდგნენ ვარჯიშს. ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა ერთიანობა და ამ თამაშისთვის საკმაოდ კარგად მოემზადა... ჩვენი ყველას სურვილი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რუსეთში თამაშია. განვლილი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის უკვე დახურული თემაა, წინ ვიხედებით და
ვნახოთ რა იქნება. ერთი კი ცხადია - ნაკრებისთვის ახალი ერა იწყება.

საქართველოს ნაკრებიდან 2-3 ფეხბურთელს გამოვყოფდი, პირველ რიგში კი თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს.

ფავორიტის სტატუსი ჩემთვის უმნიშვნელოა - მთავარია, მოედანზე გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ყოველთვის ვცდილობთ მეტოქეს მოვერგოთ და შესაბამისი სტილის ფეხბურთი ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრები დიდი თავდაჯერებით თამაშობს. ჩვენმა ანალიზმა გვიჩვენა ის, რომ მათთაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში და საკუთარი გულშემატკივრების წინ, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მისაღწევად შეგვიტევენ.

ასევე ესპანეთთან მატჩს გამოვყოფდი, სადაც გამოჩნდა, რომ დაცვაშიც კარგად თამაშობენ, ამიტომ ჩვენი მხრიდან ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას ავსტრიელთა ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი დაესწრო, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ის, რაც წინა ციკლში გვქონდა მიზნად დასახული, განსაკუთრებით სტურმად გამართულ მატჩებში, კარგად გამოგვივიდ და ამჯერადაც ეს იქნება მიზანი. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების სახით საკმაოდ დალაგებული გუნდი გვეყოლება, რომელმაც ბოლო თამაშებში კარგი ფეხბურთი ითამაშა", - განაცხადა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
tin sakartvelo, shevchamot unda hitleris nashieri, brzola sikvdilamde!!!
stefane
23:36 04-09-2016
0
ბაჩო, ისე არ იქნება ურიგო ეგ გადაწყვეტილება.
gio shrnv
18:23 04-09-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული