სამწუხაროდ, ვერა - ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებს ვერც ირლანდია-უელსთან დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ეროვნულ გუნდს ვერც მომდევნო ორ მატჩში დაეხმარება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში, 6 ოქტომბერს, დუბლინში, ირლანდიას დაუპირისპირდება, 9-ში კარდიფში კი - უელსს.

ფრანგული "რეიმსის" ქართველი ნახევარმცველი, რომელიც ვლადიმირ ვაისის გუნდს ავსტრიასთან 5 სექტემბერს ჩატარებულ თბილისურ შეხვედრაშიც გამოაკლდა, უარის მიზეზად ცუდ სათამაშო ფორმაში ყოფნას ასახელებს.

"სამწუხაროდ, არ ვარ სათამაშოდ მზად. გამეწელა ფორმაში შესვლის პროცესი. არც "რეიმსთან" ერთად ვვარჯიშობ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვიტვირთები", - უთხრა 30 წლის ფეხბურთელმა გაზეთ "ლელოს".

ჯაბა
კანკავას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე კი 7 გოლია.

ჯაბა კანკავასთან სრულ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რატომ გიკვირთ კანკავაზე უარყოფითად რომ საურბობენ კაცი ნაკრების კაპიტანია დიდი პასუხისმგებლობა აქვს და ხალხს რაღაც უნდა გაგვაგებინოს. არ ვართ ღირსები ვიცოდეთ რა არის რეალური მიზეზი? რატომ არ ჩამოდის ნაკრებში ?
kika
24 სექტემბერი 2016 09:45
0
შეეშვით რა კანკავას,ვინ ვინ და ეგ მაინც თავს არასოდეს იზოგავს,აარ გვინდა ლაფის სროლა.
სოსო
23 სექტემბერი 2016 23:53
0
დადგა დრო კაშიამ აიღოს თავის თავზე კაპიტნობა. აქ რაღაცაშია საქმე, რა გახდა ასეთი რო ივნისის მერე ფორმაში არაა? ესპანეთ, რუმინეთ სლოვაკიასთანაც გამოტოვა
rusi
23 სექტემბერი 2016 18:53
0
"გამეწელა ფორმაში შესვლა რას ნიშნავს"? - იქნებ ვინმემ ამიხსნათ ამ ფრაზის მნიშვნელობა? არსად არ ფიქსირდება რომ კანკავას ტრავმა აქვს. ხოლო ჯანმრთელ ფეხბურთელს, მით უმეტეს ნაკრების კაპიტანს რა მოტივაცია უნდა ჰქონდეს ამაზე მეტი, რომ მისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს სჭირდება და ელიან! რა უნდა ყოფილიყო ამაზე დიდი სამოტივაციო, რომ ჯანმრთელი ფეხბურთელი მთელი თვენახევრის განმავლობაში ფორმაში ვერ შესულიყო. ტრავმას ვეღარავინ იმიზეზებს დღესდღეობით, რადგან ჩვენებიც ამოწმებენ უკვე. მაგრამ ესეთი თვითგადაწყვეტილება რომ ფორმაში შესვლა ვერ მოვასწარი, ნაკრების კაპიტნისაგან უნამუსობაა. თუ რა ფორმაშია ამას ნაკრების მწვრთნელი გადაწყვეტს, თვითონ კი ერთი ადგილი უნდა აწიოს და ნაკრებში ჩამოვიდეს
ანესთეზეოლოგი
23 სექტემბერი 2016 17:34
0
არ უნდა ამ კაცს ნაკრებში თამაში, მე მგონი თვითონაც არ იცის რა უნდა, ამიტომ მას მადლობა უშხრათ და შემცვლელზე ვიზრუნოთ.
oTari48
23 სექტემბერი 2016 17:12
0
dato-ს. ნუ მიწყენ და ტიპიური ქართველი, ბოდიში ქართველი კი არა, ტიპიური ღრუზინი ხარ. სხვა რა გითხრა!! აბა..... დაფიქრდი თუ ასე არაა!!! მესმის, რომ ნაკრების თამაშის გამო ბევრი გაღიზიანებულია, მაგრამ, ასე ცინიკურად მოეკიდო შენს მოყვასს, ეს უკვე სხვა რამ უფროა. ჯაბას კი ფორმაში ჩადგომას და ნაკრებში დაბრუნებას უსურვებ.
lazare
23 სექტემბერი 2016 16:15
0
რაღა დროს კანკავაა... ან რომელი შვაინშტაიგერი მაგია... ჯობია დაისვენოს და მის ადგილზე ვინმე სხვა დადგება...
FEOLA
23 სექტემბერი 2016 15:53
0
რომელი ვარსკვლავიც ეგ არის პირიქიტ უპრო კარგი იქნება
dato
23 სექტემბერი 2016 14:29
0
არადა რა კარგად აეწყო, ითამაშე ევროპალიგის ფინალი შემდეგ უფრო კლასით მაღალ დივიზიონში გადახვედი მაგრამ...)))))
svani
23 სექტემბერი 2016 13:17
0
რაც ვაისი მოვიდა კანკავას არ უთამაშია მემგონი ნაკრებში. რაშია საქმე ნეტა?!
rusi
23 სექტემბერი 2016 13:12
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული