საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
ბრავო ბიჭებს! ერთადერთი ინც არ მომეწონა ეს მჭედრიძეა. ძაან ნელია და შეტევებსაც ანელებს. რა გოლი ვერ გაიტანა
soso
09 ოქტომბერი 2016 22:04
0
ეს ძელები რა დაგვებედა, ისე ყოჩაღ ბიჭებს, ამ შეხვედრაში უელსი გადარჩა
ალეკსანდრე
09 ოქტომბერი 2016 22:02
0
კარგი იყო, მგონი ყალიბდება გუნდი.
ლაშა
09 ოქტომბერი 2016 22:00
0
აუუ როგორ ვერ მოვიგეთ. რაღაცა იმედი გამიჩნდა მსოფლიოზე თამაშის
skafush
09 ოქტომბერი 2016 22:00
0
გილოცავთ ყველას!...შედეგს არა, გილოცავთ იმას, რომ საქართველოს ნაკრები ფეხბურთს თამასობს!
murtalo
09 ოქტომბერი 2016 22:00
0
მოსაგები თამაში იყო , ცოტა არ გაგვიმართლა ! ვაისი შესანიშნავი მწვრთნელია , დრო უნდა მივცეთ , რომ გუნდმა შედეგები დადოს , აშკარაა , რომ გუნდი სწორ გზაზე დგას !
vaxo
09 ოქტომბერი 2016 21:59
0
ბრავო ერუვნულ ნაკრებს..ცალიან მაგრად იტამასეს..ეგრე რა,,წარმატებები და მოგებები სულ..
gia
09 ოქტომბერი 2016 21:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული