საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
არ ვიცი ბოლო სამი თამაში ხან ხარიხა ხან ძელი სასწაულია უკვე ნაღდათ ჯადო გვაქ გაკეთებული თორე ამ სამი თამაშიდან 7 ქულა მაინც უნდა ქვქონდეს
Lova
09 ოქტომბერი 2016 23:05
0
ვაისი რაც სჰეიდზლება ბევრი ხანი უდა დარცჰეს საქარბველოს ნაკრებსჰი დაეო ვაის ხელი საქარველოს ნაკრებს ეგრე ბიცჰებო მიაწექიდ ესე იდამასჰედ რაც სჰეიდზლება ბევრი ბურდის კოდროლი
irakli
09 ოქტომბერი 2016 23:02
0
შეგვძლებია, ამ ფრემ ესპანეთთან ამხანაგურში მოგება გადაფარა, რაც მთავარია ვაჯობეთ თამაშით და საგოლე მომენტებით, ჩვენი თამაშის დაჭერასთან გუნდი ახლოსაა და მჭედლიძის და დვალიშვილის სტილის ფეხბურთელი ამ გუნდში ვერანაირად ვერ ჯდება, ჯობდა მჭედლიძე კობახიძით შეეცვალა და ვაკო აეწია მჭედლიძის ადგილზე,
zmo
09 ოქტომბერი 2016 22:51
0
იმათ ტვინში ჩამახედა ვინც ამ ბიჭებს სათადარიგოდ სვავს,განსაკუთრებით კვერკველია და ყაზაიშვილი.მჭედლიძეს მემგონი ჯადო ადევს გოლის გატანაზე.ვაკოს გოლი,რომ გაეტანა ტურის საუკეთესო იქნებოდა უეჭველი.
win saqartvelo
09 ოქტომბერი 2016 22:50
0
ყოჩაღ ბიჭებს, ვაისს,
ჩვენების თამაში მაგონებს მალოფეევის მინსკის დინამოს(სტაჟიან გულშემატკივრებს ეხსომებათ 80-იან წლებში) თამაშობდნენ კარგ ფეხბურთს, მაგრამ ქულების აღება უჭირდათ,მერე კი ყველას გადაუარეს და სსრკ-ს ჩემპიონები გახდნენ. ამიტომ გთხოვთ ყველას მოთმინებას და შედეგიც იქნება
ნიკოლოზ
09 ოქტომბერი 2016 22:48
0
კარგია უფრო მეტი მონდომება ბიჭებო შედეგი იქნება დადებითი. გაგვახარე ოქრიაშვილო კარგია ასპროცენტიანი მომენტები უნდა გამოვიყენოთ და მეტი ქულაც გვექნება.
barselona
09 ოქტომბერი 2016 22:48
0
ყველას გილოცავთ! მადლობა ბ-ნ ვაისს და ბიჭებს. ასე თუ გააგრძელეს მალე მოვა დრო, როდესაც უცხოელები იტყვიან: "მათ სწრაფ შემტევებს დაცვაში ვერაფერი დავუპირისპირეთ"-ო.
გუჯა კახაძე
09 ოქტომბერი 2016 22:48
0
კარგად ითამაშეთ და ეს ტემპი შეინარჩუნეთ ბიჭებო...
a talanti
09 ოქტომბერი 2016 22:47
0
აღAრ ვიცი 'ვიოცნებო' თუ "ვისაქართველოსნაკრებო".თუმცა ორივეს წარმატებები შემდგომში
izi
09 ოქტომბერი 2016 22:46
0
გენაცვალეთ ბიჭებო, მაგრათ გაგვახარეთ და ბევრ ვაიგულშემატკივარს ხმა ჩააგდებინეთ. ჯანო ანანიძე ძალიან ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია
giorgi
09 ოქტომბერი 2016 22:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული