საქართველოს ნაკრებმა სტუმრად უელსში ქულა ოქრიაშვილის გოლით მოიპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მესამე მატჩი სტუმრად უელსის ნაკრებთან ფრედ 1:1 დაასრულა და პირველი ქულა მოიპოვა.

სტადიონ "კარდიფ სიტიზე" მასპინძლებმა გატანა უკვე მე-10 წუთზე, კუთხურის მოწოდების შემდეგ შეძლეს - გიორგი ლორიას კარში ბურთი თავით გარეთ ბეილმა გადაგზავნა.

გაშვებული გოლის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელებმა სცადეს მდგომარეობის გამოსწორება. შესვენებამდე ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდი კი 34-ე წუთზე, ჯანო ანანიძის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმა იყო - ბურთი ეულსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

მეორე ტაიმში ქართველი ფეხბურთელების შესანიშნავ კომბინაციას გოლი
მოჰყვა. 57-ე წუთზე ანანიძემ შეტევის მარცხენა ფრთაზე ბურთი ვაკო ყაზაიშვილს გადააწოდა, რომელმაც უელსელთა საჯარიმოში ჩაჰკიდა. უმეთვალურეოდ დარჩენილმა თორნიკე ოქრიაშვილმა კი თავით ახლო მანძილიდან გაიტანა.

საქართველოს ნაკრებს მოგებაც შეეძლო. გატანის კარგი შანსი ლევან მჭედლიძემ ვერ გამოიყენა, ყაზაიშვილის დარტყმის შემდეგ კი ბურთი უელსელთა კარის ხარიხას მოხვდა.

ამრიგად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა მიმდინარე შესარჩევში პირველი ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი 12 ნოემბერს თბილისში, მოლდოვის ნაკრებთან ჩაატარებს. დღესვე ჩვენს ჯგუფში მოგვიანებით გაიმართება სერბეთი-ავსტრიისა და მოლდოვა-ირლანდიის შეხვედრები.

საქართველოს ნაკრებმა მატჩი ამ შემადგენლობით ჩაატარა: გიორგი ლორია, ოთარ კაკაბაძე, საბა კვირკველია, გურამ კაშია (კ), გიორგი ნავალოვსკი, ვაკო გვილია, ბუბა დაუშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი (90, ჯაბა ჯიღაური), ჯანო ანანიძე (90, ნიკა კაჭარავა), ლევან მჭედლიძე (75, ლადო დვალიშვილი).

 

მკითხველის კომენტარები / 77 /
მაგარი იყო ვისიამოვნეტ ეგრე რა წარმატებები
goga
09 ოქტომბერი 2016 22:40
0
გაიხარეთ ბიჭებო! დიდიმადლობა თქვენ და მთ. მწვრთნელს ვაისს. იმედია უფრო მოუმატებთ, ეხლა უკვე მეტი სტაბილურობაა საჭირო.
gizog
09 ოქტომბერი 2016 22:40
0
მეამაყებით ბიჭებოოოოოოოოოოო გენაცვალეთთთთთთ
Beqa
09 ოქტომბერი 2016 22:38
0
ჰა, სად ხარტ ბოღმებო და ჩასფრებულო ადამიანებო???
xorxe
09 ოქტომბერი 2016 22:38
0
vinmem utxras am kacs dvalishvili ar gamouyvanos, mitumetes roca sxirtladze gyavs
kobi
09 ოქტომბერი 2016 22:37
0
ესე რა . ესპანეთიდან მოყოლებული გასვლაზე თამაშიც გამოვასწორეთ. მოსაგები იყო მაგრამ რას ვიზავთ. ამაზე ნაკლებად აღარ უნდა ვითამაშოთ. ეხლა უკვე ღირს სტადიონზე წასვლა. მადლობა ბიჭებს
Geo fan
09 ოქტომბერი 2016 22:37
0
გენაცვალეთ ბიჭებოოოოოოოოოოოოო ყველასთან შეიძლება თამაშიი ამაყივარ და მჯერა ამ ბიჭებისსსსს თავის სიტყვას იტყვიან ესენიიიიიიიიიიიიიი
ბექა
09 ოქტომბერი 2016 22:35
0
მართლა, ძალიან მომეწონა ქართველების თამაში, მგონი საქართველოს ნაკრები უკვე არაა ხელწამოსაკრავი გუნდი როგორც , ტოტალიზატორის მამებს მიაჩნიათ და უელსთან 11,0 ზე აყავთ კოეფიციენტი. როცა უელსის მოგებაზე 1,30 არის, საქართველოს ნაკრებს უსურვებ წარმატებებს და მოგებებს დარჩენილ ტურებში
საქართველოს ფანი
09 ოქტომბერი 2016 22:34
0
ნელ ნელა ბიჭებო კარგია... მივდივართ წინ კაია, ეგეტი თამაშები კაი ხანია არ მინახავს, რა თქმა უნა მოგვეგო მაგრამ კლასიიი... ჩემი აზრით ფორვარდი არაგყვავს
achi
09 ოქტომბერი 2016 22:33
0
ყოველი შემთხვევისთვის მივმართავ ფეხბურთის ფედერაციას-აცალოს ვაისს მუშაობა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს ციკლი. აშკარად პროფესიონალია და აქვს უნარი ჩვენს ქვეყანას კარგი ნაკრები ჩამოუყალიბოს.
სტუმარი
09 ოქტომბერი 2016 22:31
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული