ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა.

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.

საკუთარ მოედანზე
ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მე ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ", - ციტირებს ვაისს reddit.com.
მკითხველის კომენტარები / 54 /
რატომ დვალიშვილი? ეს იყო შენი შეცდომა დღევანდელ მატჩში
საქართველო
09 ოქტომბერი 2016 23:44
0
მადლობა ბატონო ვლადიმერ,მადლობა ბიჭებს,არამგონია ეს ჩვენი ბიჭების მაქსიმუმი იყოს,ძლივს დავინახეთ გათამაშება და აზრიანი ფეხბურთი.ძალიან გახარებული ვარ,იმის მიუხედავდ რომ ერთი ქულა გვაქვს და კმაყოპილები არ უნდა ვიყოს, რომ არა უიგბლობა მინიმუმ 5 ქულა უნდა გვქონდეს,მაგრამ მოვა შედეგიც.წარმატებები
mindia
09 ოქტომბერი 2016 23:36
0
ძლიერებთან უფრო კარგად ვთამაშობთო
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
09 ოქტომბერი 2016 23:36
0
"საკუთარ მოედანზე ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია" - აი ამ სიტყვების გაგონება მინდოდა ამდენი წლები! ესეთი რწმენის გუნდს მაყურებელი ყოველთვის დაუდგება გვერდში! ყოჩაღ, ვაის!
გარინჩა
09 ოქტომბერი 2016 23:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული