ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა უელსთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ვინმეს თამაშამდე რომ ეკითხა, კმაყოფილი ვიქნებოდი თუ არა უელსთან მოპოვებული ქულით, ვეტყოდი, რომ ეს ფანტასტიური შედეგი იქნებოდა, მაგრამ ასეთი თამაშის შემდეგ გვაქვს უფლება უკმაყოფილონი ვიყოთ და ვთქვათ, რომ 1 ქულაზე გული დაგვწყდა.

ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშეთ. პირველი 30 წუთი ცუდი იყო, რომლის მანძილზეც არაერთი შეცდომა დავუშვით, მაგრამ შემდეგ გამოვასწორეთ.

საკუთარ მოედანზე
ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ჩვენ ამას ვგრძნობთ. სამი მატჩის შემდეგ 1 ქულა გვაქვს, მაგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავს და მე ამ ბიჭებით ძალიან ვამაყობ", - ციტირებს ვაისს reddit.com.
მკითხველის კომენტარები / 54 /
maladec bichebo
Georgia
10 ოქტომბერი 2016 00:35
0
არ მყავს ფუტბალისტები და რატო მთხოვთ მოგებას? აი ამას რო მწვრთნელი იტყვის ის ნორმალურია, სულ რო არ გყავდეს? თურმე გვყოლია. არც ეხლა გვყავს სხვატაშორის ყველა პრაქტიკიანი ფეხბურთელი თავის მართლებაზე რო იყვნენ მარტო. საღოლ ვაის და ბიჭებს
ქეცბაია თეიმურაზი
10 ოქტომბერი 2016 00:29
0
ახლა ყურებამდე ნუ დაგვემართება თორემ მოლდოვასთან ჩავვარდებით.
ilia
10 ოქტომბერი 2016 00:25
0
ღმერთმა ხელი მოგიმართოს!ფეხბურთი ზოგს თამაში გონია ამ დროს ჩვეულებრივი შრომაა თუ მშრომელი ხარ!ბორია,გაგუა ,ბასა,მიშა...ყველა შრომობდა...
Tamazi
10 ოქტომბერი 2016 00:23
0
ნამდვილად არ მესიამოვნა ცხადაძის წასვლა,რადგან ნორმალურად ათამაშა გუნდი,მაგრამ ვაისმა რაც ბოლო სამ თამაშში ფეხბურთი გააკეთა,ვერ წარმოვიდგენდი რა..
vaxo
10 ოქტომბერი 2016 00:19
0
Kidev ertxel vrwmundebi rom vaisi cxadazeze kargi specialistia...gmertma janmrteloba misces...
ia
10 ოქტომბერი 2016 00:01
0
ირლანდიასთანაც კარგი თამაში იყო. ასე თუ გააგრძელებთ სახლში მოგებას მოგთხოვთ ყველასთან, იმიტომ რომ შეგძლებიათ
Irakli
09 ოქტომბერი 2016 23:58
0
ძლივს მოვიდა კაცი რომელიც გუნდს გააზრებულ ფეხბურთს ათამაშებს, მისმა წინამორბედებმა ეს ვერ სეძლეს მაგრამ მან ეს შეძლო და წინ არაერთი დიდი გამარვება გველოდება ამას ვიძახი იმ სამი თამაშიდან გამომდინარე რაც ვნახე ავსტრიასთან, ირლანდიასთან და უელსთან, მადლობა ბიჭებს და მადლობა ვაისს იმისთვის რომ მოედანზე უყურებთ ფეხბურთს და არა სიარულს წაგების მიუხედავად როცა გუნდი ფეხბურთს თამაშობს არ დაძრახავ და იტყვი რომ არ გაგვიმართლა და როცა დაგორაობ და არ ინძრევი უგულოდ თამაშობ მაშინ ყოველთვის შეგაგინებს გულშემატკივარიი...
ალექსანდრე
09 ოქტომბერი 2016 23:48
0
მთავარია ბიჭების ჩვენც ვირწმუნოთ და სტადიონზე ვუქომაგოთ ბოლომდე.რაც წაადგებათ ყველა თამაშს მეტი მონდომებით და მოტივაციით შეხვდნენ.
ქომაგი
09 ოქტომბერი 2016 23:47
0
გვილია მაგარია,კვეკვე რო დაემატება მარტლა გავხევტ ნებისმიერს ტბილისჰი.უნდა მოიზებნოს სცრაფი ტავდამსხმელი სასცრაფოდ.
ბაჯო
09 ოქტომბერი 2016 23:47
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული