გურამ კაშია: ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ უელსის ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

"ბოლო ორივე შეხვედრაში ვეცადეთ ფეხბურთი გვეთამაშა. ორ თამაშში მხოლოდ 1 ქულა ავიღეთ და, ცხადია, შედეგით უკმაყოფილო ვართ, მაგრამ მთავარია, ფეხბურთელებმა ვირწმუნეთ, რომ ასეთ დონეზე თამაში შეგვიძლია. ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია მომენტების შექმნა, თუმცა სამწუხარო გოლები მივიღეთ ორივე შეხვედრაში...

რაც ყველასთვის სასიხარულოა, ისაა, რომ მაქსიმალურად ბურთის დაჭერასა და მომენტების შექმნას ვცდილობთ. ჩვენ ნამდვილად გვყავს გუნდში
ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც წინ ინდივიდუალური ტექნიკის ხარჯზე შეუძლიათ მომენტი შექმნა", - განაცხადა კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჭანტურია აუცილებლად ჭირდება ნაკრებს,აბურჯანია კი დიდი იმედი მაქვს ფორმას მალე დაიბრუნებს რადგან ძალიან ნიჭიერი და მებრძოლი ჩამშლელია, თან ბურთს კარგად იკავებს შეტევების ორგანიზებაც იცის რასაც ვერ ვიტყვით დაუშვილზე მას სხვა პლიუსები აქვს.
bebeto
10 ოქტომბერი 2016 13:05
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული