მამუკა წერეთელი: საქართველოს ნაკრებში მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა!

AutoSharing Option
ფოტოზე: ოთარ კაკაბაძე
საქართველოს ნაკრებმა "კარდიფ სიტი სთედიუმზე" უელსთან ფრედ (1:1) დასრულებულ მატჩში მსოფლიო 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი ქულა მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაში ანგარიში გარეთ ბეილმა გახსნა, მეორე ტაიმში კი თორნიკე ოქრიაშვილმა გაათანაბრა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა მამუკა წერეთელმა, რომელიც ამჟამად ჩიკაგოს საფეხბურთო აკადემიის მწვრთნელია, შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ნაკრებს მწვრთნელის ხელი დაეტყო. ბიჭები უმატებენ. მომეწონა ორივე ახალი მოთამაშე - ვაკო გვილია და ოთარ კაკაბაძე.
მარჯვენა მცველის პრობლემა მოიხსნა! ასე გააგრძელონ და შედეგი აუცილებლად მოვა!

უნდა შევაქოთ ბიჭებიც და მწვრთნელიც. იშრომეს, იბრძოლეს... მადლობა"!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 17 /
მემგონი ცისკარიძე ნავალოვსკის აჯობებს, ის უფრო სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია. კოულმენმა რაც ნავალოვსკის უქნა მეეჭვება ცისკარიძესთვისაც იგივე ექნა. უბრალოდ კორპუსით ჩაკეტდა.
giorgi
11 ოქტომბერი 2016 11:57
0
ისე მწვრთნელის ადგილზე ცისკარიძესაც მივცემდი თავის გამოჩენის შესაძლებლობას,
რაღაც მომენტებში ნავალოვსკს დაღლა ეტყობოდა ...
ბესო72
11 ოქტომბერი 2016 11:55
0
გადაჭარბების გარეშე ვიტყვი, ეს ბიჭი დიდი ფეხბურთელი დადგება, ყველა მის მოძრაობაში მაღალი კლასი იგრძნობა, რაღაც რაღაცეები დასახვეწი აქვს და ჩათვალეთ 10 წელი უმაღლესი დონის 2 ნომერი გვეყოლება, ძველებიდან ამოროს და ახლებიდან კიმიხს მაგონებს.
bavaria
11 ოქტომბერი 2016 11:46
0
კაკაბაძე?აი ვისაც ეძებდენ,ამასთან ერთად პოტენციალი,უჰ კარგია.
გვილია რა დიდებულად ჩაჯდა,ორივე კარგი აღმოჩენაა,მინდოდა მეთქვა ბრწყინვალეა,მაგრამ ამ სიტყვას მომავლისთვის შევინახავ და თუ მომცემენ ამსიტყვის თქმის საშუალებას ყოველდღე გავიმეორებ მათი მისამართით.
ქუთაისელი
11 ოქტომბერი 2016 11:45
0
მომენატრება უჩა :D :D
gelashvilis fani
11 ოქტომბერი 2016 11:34
0
პრიბლემური დარჩა მარცხენა და ცენტრალური მცველი, ასევე ცენტრფორვარდი, რომელიც შეძლებს საგოლე მომენტების შექმნას და გამოყენებას
zura
11 ოქტომბერი 2016 11:25
0
რამდენჯერ ვთქვი გამოიძახეთ მეთქი? გაამართლა თუ არა?
გგგ
11 ოქტომბერი 2016 10:57
0

სიახლეები პოპულარული