[ოთხშაბათის საკითხავი] თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის ორი შესარჩევი მატჩი ჩაატარა ირლანდიასა და უელსთან. ამ შეხვედრებმა ჩვენი გუნდის სულ სხვა სახე დაგვანახვა. ვნახეთ შეტევაში მოთამაშე ეროვნული ნაკრები.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]
- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]


ძალიან, ძალიან რთულია ითამაშო ირლანდიასა და უელსთან ისეთი ფეხბურთი, რომელიც წარმატებასთან მიგიყვანს. ირლანდიასთან მატჩში მეორე ტაიმი ჩაგვივარდა. ეს არ იყო იოლი მატჩი, მაგრამ ეს იყო შედარებით უკეთესი თამაში, ბოლო მატჩებს თუ გადავავლებთ თვალს. ეს უკვე ძალიან კარგია.

უელსი
კიდევ უკეთესი იყო. უელსი იყო იმედის თამაში.

საქართველოს ნაკრები დროდადრო თამაშობს კარგ, შემტევ ფეხბურთს, რომელიც იწყება ჩვენს საჯარიმოში გაკეთებული პასებით და გრძელდება სახიფათო მომენტით მოწინააღმდეგის კართან. ვლადიმირ ვაისმა იგრძნო ჩვენი ფეხბურთის დინამიკა.

საქართველოს ნაკრებს ჰყავს ლიდერი, გამორჩეული ინდივიდუალისტი თორნიკე ოქრიაშვილი. მას შეუძლია, ძალიან ბევრი გასცეს თანაგუნდელისთვის, საშური პასი მიაწოდოს, განავითაროს საკუთარი გუნდის შეტევა...

მაგრამ მისი საკლუბო კარიერა ჯერაც უკეთესის სურვილს ტოვებს და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს. ეს - მომავალში, დღეს კი ლიდერი უკვე სახეზეა.

უნდა გვჯეროდეს: საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც რაღაც შეუძლია. ის უკვე თამაშობს და ამავე დროს, მომავლის იმედს გვაძლევს. ეს ცხოვრებისეული ამბავია, მაგრამ ისეთი ამბავი, რომ თუ არ დაიჯერე, ვერ ირწმუნებ.

მომკალით და ასე მგონია - სწორედ ოქრიაშვილი არის ის ფეხბურთელი, რომელმაც, როგორც ელმავალმა, ისე უნდა გასწიოს საქართველოს ნაკრების ცხოვრება. და რაც უფრო მეტი იქნება ნაკრებში ასეთი ლიდერი, მით უკეთესი, ოღონდ მათ უნდა შეავსონ ერთმანეთი და არა - ხელი შეუშალონ. ეს არის მნიშვნელოვანი.

ხშირად გაიგონებთ - საქართველოს ნაკრებმა კარგად თამაში ისწავლაო. ეს ძალიან კარგია. ხომ არ ვამლაშებთ? არა, ნუ მოგვერიდება ამის თქმის. ჩვენ საკმარისად ვითმინეთ აუტსაიდერობა და ახლა დროა, რაღაც ვქნათ.

ყველა რაღაცას შვრება, რაღაცას ცდილობს, ერთ დროს წყალწაღებული აუტსაიდერებიც კი ტყავში ძვრებიან, რომ რაღაცას მიაღწიონ. ნელ-ნელა აღწევენ კიდეც. ჩვენც უნდა ვქნათ, ჩვენც უნდა მივაღწიოთ. ეს ჩვენი მოთხოვნაა, ეს, უბრალოდ, აუცილებლობაა. საქართველოს ნაკრებს შეუძლია ითამაშოს ისე, რომ თავაწეული იყოს, და ჩვენც, მედიაც, ქომაგებიც თავაწეულები ვიყოთ.

კმარა აუტსაიდერობა! ჩვენ ვიცით ფეხბურთი. მაგრამ არის ასევე ქვეყანა, პრესტიჟი და ღირსება. საქართველოსთვის ბიჭები საკუთარ თავს უნდა მოერიონ.

მიდით, ბიჭებო!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 16 /
ჯერჯერობით ვინუგეშოთ თავი იმით რომ ირლანდიელები და უელსელები ქართველების მიერ დაღუნულ შტანგებს ასწორებენ. ნაკრების სტაბილურობისთვის საქართველოს შიდა ჩემპიონატი არის ამოსაქაჩი. ეს კი ინფრასტრუქტურის და ბავშვთა ფეხბურთის გარეშე არ მოხდება. გრძელვადიანი გეგმა უნდა დაისახოს ფედერაციამ და სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარების. ეს გეგმა უნდა გააგრძელოს ყველა მთავრობამ მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური ძალა მოვა ხელისუფლებაში. 25 წელია სწრაფ შედეგებს ველოდებით და ნაკრების მწვრთნელებზე ვტეხავთ ჯოხს. ახლა ვაისი მოვიყვანეთ განტევების ვაცად, ერთი ფეხის წაცდენა და მასაც გავაყოლებთ ქეცბაიას, კუპერის, ტოპმიოლერის, ჟირესის და სხვათა გზას. საჭიროა გეგმა, მიზნის დასახვა და ამ მიზნამდე თანმიმდევრული, შრომატევადი სამუშაოს ჩატარებით მისვლა.
ლუკა
12 ოქტომბერი 2016 17:22
0
კონკურენცია, რომ არის ეს ძალიან კარგია, მთავარია არ იყოს არაობიქტურობა, სუბიექტივიზმი, როგორც რუსებს სჩვევიათ, განსაკუთრებით ჩვენს მიმართ. დანარჩენი თოკოს შეუძლია თავის ლამაზი ტექნიკური თამაშით გუნდს მოუტანოს შედეგი, როგორც ამას ნაკრებში ძალიან მაღალი დონის ნაკრებთანაც ახერხებს, ძლიერ გაუმრავლოს ქომაგები არამარტო კრასნოდარში, არამედ მთელი რუსეთის მასშტაბით. ყველა შემთხვევაში თოკოს დიდ მადლობას ვუხდი ნაკრებში ნათამაშევი გულიანი თამაშებისთვის, განსაკუთრებით ბოლო ორ მატჩში და ვუსურვებ დიდ წარმატებებს ფეხბურთშიც და ცხოვრებაშიც.
gizog
12 ოქტომბერი 2016 17:09
0
ოქრიაშვილი კრასნოდარში არავითარ შემთხვევაში არ იქნება სათადარიგო! კრასნოდარის მწვრთნელიც უყურებს ამ თამაშებს! ოქრიაშვილი რომ სათადარიგოზე დასვა ინიესტა მაინც უნდა გყავდეს გუნდში!
არჩილ ხოფერია
12 ოქტომბერი 2016 17:04
0
ერთი რამ ძალიან ცუდია, 15 ნოემბრამდე რა მოიცდის?!
არჩილ ხოფერია
12 ოქტომბერი 2016 17:03
0
მოვიდა გაზაფხული? ასე უცებ?
giga
12 ოქტომბერი 2016 16:55
0
სამწუხაროა მაგრამ ჩვენი გუნგის ლიდერი კლუბში თადარიგის მოთამაშე იქნება ამ სეზონში ალბათ. წარმატებას ვუსურვებ ოქრის მაგრამ კრასნოდარში დიდი კონკურენციაა.
kika
12 ოქტომბერი 2016 15:25
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული