ჯაბა ლიპარტია: ნაკრებში გამოძახების შესახებ თქვენგან გავიგე... ძალიან მიხარია

AutoSharing Option
უკრაინული "ზორიას" ქართველმა ნახევარმცველმა ჯაბა ლიპარტიამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებასთან დაკავშირებით Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 28 წლის ნახევარმცველის გაფართოებულ შემადგენლობაში შეყვანასთან დაკავშირებით დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

- ვლადიმირ ვაისი: ჯაბა ლიპარტია მოლდოვასთან გაფართოებულ შემადგენლობაში იქნება

აღსანიშნავია, რომ გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრასთან დაკავშირებით ლიპარტიამ სწორედ ჩვენგან შეიტყო.

"სიმართლე გითხრათ, თქვენგან ვიგებ, რომ ვაისმა ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შემიყვანა. რა უნდა ვთქვა? ძალიან მიხარია, თუ ასეა...

ველოდი თუ არა მოწვევას? უკვე დიდი ხანია ველი და, შესაბამისად, არ გამკვირვებია.

ნაკრებში ყველაზე
დიდი კონკურენცია მართლაც ჩემს პოზიციაზეა, მაგრამ ამისთვის ნამდვილად მზად ვარ. მსურს, ძირითად გუნდში ადგილი დავიმკვიდრო", - გვითხრა ლიპარტიამ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯაბა გვესმის რომ მზად ხარ სანაკრებოდ, თუმცა მეტი თავმდაბლობა არ გაწყენდა.. შენ იმაში არ გაგიმართლა რომ დიდი კონკურენციაა შენს პოზიციაზე. შენ რომ იყო ფორვარდი ან მცველი კარგა ხნით ადრე მოხვდებოდი ნაკრებში. ისიც სათქმელია, რომ საკუთარ გუნდში ძირითადის ფეხბურთელად ბოლომდე არ ითვლები, ასევე სასურველია მეტი გოლები და საგოლე პასები. შენს პოზიციას ეს მოეთხოვება.
მოკლედ თავმდაბლობა და წარმატებები!
Georgian
19:58 21-10-2016
0
მართლაც დიდი კონკურენცია ლიპარტიას პოზიციაზე, და ამიტომაც უჭირთ მწვრთნელებს თუ ვის ნაცვლად შეიძლება დააყენონ ჯაბა. გახსოვთ ალბათ იგივე მდგომარეობაში იყო გიგორგი დარასელიაც რომელიც მართლაც უნიჭიერსი ფეხბურთელი იყო(დღეს სანატრელია ესეთი ფეხბურთელი) მაგრამ მაშინ მის პოზიციაზეც დიდი კონკურენცია იყო რის გამოც ვერ ხვდებოდა ეროვნულ ნაკრებში.
romandro
17:35 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული