"ამკარის" თავკაცი: ჯიქიას რომ საქართველო აერჩია, სასტარტოში მოხვედრის პრობლემები ექნებოდა

AutoSharing Option
პერმის "ამკარის" მწვრთნელი გაჯი გაჯიევი კიდევ ერთხელ შეეხო გიორგი ჯიქიას თემას. მან განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცველი ორი ნაკრებიდან საქართველოს აირჩევდა, მას კლუბში პრობლემები შეექმნებოდა.

- "ამკარის" მცველი გიორგი ჯიქია რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს. რამ გამოიწვია 22 წლის ბიჭის ეს წარმატება?
- ალბათ, ის აკმაყოფილებს სტანისლავ ჩერჩესოვის მოთხოვნებს. მე მასთან რამდენიმე საუბარი მქონდა, სადაც ჯიქიას შანსებზე ვლაპარაკობდით. ჩერჩესოვს მისი გამოძახება მომდევნო წელს სურდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ის უფრო ადრე დასჭირდა ნაკრებს.

კარგია, როცა ნაკრების თავკაცი თავად რეკავს და ფეხბურთელის მდგომარეობაზე
გეკითხება, "როსტოვთან" ჯიქიამ ტრავმის გამო გამოტოვა მატჩი.

- რა უსურვეთ ჯიქიას, როცა ნაკრებში მიემგზავრებოდა?
- არაფერი განსაკუთრებული არ მითქვამს გზაზე. ჟორას ეგრევე ვუთხარი, რომ მას ნაკრებში ელიან. აქამდე კიდევ ერთი ასეთი საუბარი გვქონდა, მისი ხილვა ხომ საქართველოს ნაკრებშიც სურდათ. მოკლედ, ახლა წყდებოდა, სად ითამაშებდა ახალგაზრდა ბიჭი, საქართველოს ნაკრებში თუ რუსეთისაში.

- ჯიქიას რომ საქართველოს ნაკრები აერჩია, ის რუსულ პრემიერლიგაში ლეგიონერად ჩაითვლებოდა, მოსკოველი ბიჭი...
- ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაწყობს, რომ ჟორამ რუსეთის ნაკრებში ითამაშოს. ეს ლოგიკურია, რადგან აქ გაიზარდა, როგორც ფეხბურთელი ჩამოყალიბდა. მეორე მიზეზი კი სწორედ ლიმიტია. მას რომ საქართველო აერჩია, შეიძლება სასტარტოში მოხვედრის პრობლემები გასჩენოდა.

შეგახსენებთ, რომ ჯიქია რუსეთის ნაკრებთან ერთად დოჰაში ამხანაგური მატჩისთვის ემზადება ყატარის წინააღმდეგ.
მკითხველის კომენტარები / 19 /
თითქოს მისი არჩევანის გამართლებას ცდილობენ, არ ღირს, მის მიმართ ინტერესი დაიკარგა,ჩვენ ნაკრებს გვილია და სხვების ჯიგრიანი თამაში მოუტანს წარმატებას
ალეკსანდრე
17:15 09-11-2016
0
თუ ამკარის ლიდერია და ესეიგი ისე თამასობს რომ რუსეთის ნაკრებში გამოიძახეს როგორ შეექმნებოდა პრობლემები)))))))) სპორტში მაინც დაგვანებეთ თავი! როგორ მძულს ეს ურიაერი!
svani
18:06 09-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული