შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში "დინამო არენაზე" მოლდოვას უმასპინძლებს. ეს თამაში 21:00-ზე დაიწყება.
"როგორც ნებისმიერი მატჩი, არც ქართველებთან შეხვედრა იქნება იოლი, 100 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ და დაპირისპირებისთვის მზად უნდა ვიყოთ, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს ვიცნობ, სამი-ოთხი მათგანი რუსეთში თამაშობს. მათ ჰყავთ ძალიან კარგი ცენტრფორვარდი, რომელიც "ემპოლიში" გამოდის. ასე რომ, საქართველოს ნაკრები საკმაოდ კარგი გუნდია.
საქართველოს მუდმივად ჰყავდა ინდვიდუალურად ძლიერი ტალანტები, არც ეს
ეს მატჩი შესაძლოა, ყველაზე მძიმეც გამოდგეს, რადგან, როგორც ისინი აპირებენ სამი ქულის აღებას, იგივე გეგმები გვაქვს ჩვენც.
საქართველო, როგორც სამხრეთული ქვეყანა სავსეა ნიჭიერი ფეხბურთელებით. მათი ლეგიონერები ახლა კარგ ფორმაში არიან, ჩვენ ეს მათი ძლიერი მხარეები უნდა მოვთოკოთ. ჩვენ უნდა მოვნახოთ სისუსტეები მათ დაცვაში.
იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი დაცვაში ჩაჯდომას არ მოგვთხოვს, როგორც ადრეულ წლებში იყო".