12 ნოემბერს ალექსანდრე ამისულაშვილის ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება

AutoSharing Option
12 ნოემბერს, "დინამო არენაზე" წლის ბოლო ოფიციალური მატჩის დაწყებამდე, 20:40 საათზე ალექსანდრე ამისულაშვილის ეროვნული ნაკრებიდან გაცილების ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების დასრულების შემდეგ ალექსანდრე ამისულაშვილი მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარს "დინამო არენის" მედიაცენტრში გააკეთებს.

ალექსანდრე ამისულაშვილი 15 წლის განმავლობაში იყო საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი.

მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2002 წელს საქართველო-სამხრეთ აფრიკის ამხანაგური დაპირისპირებისას შედგა და მას შემდეგ, 2016 წლის ჩათვლით, მან ნაკრების მაისურით 50-ჯერ ითამაშა და 4 გოლი გაიტანა.

15-წლიანი სანაკრებო კარიერა ალექსანდრე ამისულაშვილმა 2016 წლის 5 სექტემბერს დაასრულა. საქართველო-ავსტრიის შეხვედრაში ალექსანდრემ
კაპიტნის სამკლავურით ითამაშა.

- ალექსანდრე ამისულაშვილმა სანაკრებო კარიერა დაასრულა!
- ამ საქმიდან სიამოვნებას ვეღარ ვიღებ - ალეკო ამისულაშვილი "დინამოდან" წავიდა

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
და რა დამსახურებისთვის გაშVებულ გოლებს თუ არ ჩავთვლით გადამწყვეტ თამაშებში? ბოლოს ავსტრიასთან ტიპს ეძინა ორივე გოლის დროს
beso
21:03 11-11-2016
0
არ რცხვენიათ ამ ფეხბურთელებს?! ეგერ ლომკაცმა ზირაქაშვილმა (მორაგბემ) უარი თქვა გაცილებაზე თავმდაბლობის გამო და ამისულაშვილმა რა ეპოქა შექმნა ასეთი ნაკრებში, ამხელა გაცილებას რომ უწყობენ? მარა ფსიქოლოგიაშია სხვაობა, ბიძიკოებო!
qomagi
22:37 11-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული