10 ნოემბერს "დინამო არენაზე" ვარჯიშის დროს, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ლევან მჭედლიძემ ტრავმა მიიღო. სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელი მოლდოვასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვლადიმირ ვაისმა კი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ახალგაზრდა მოთამაშეებს სისტემატიურად იწვევს და ახალგაზრდულ ნაკრებებთან მჭიდროდ თანამშრომლობს, 23-კაციან შემადგენლობაში დონეცკის "შახტარის" 18 წლის ფეხბურთელი, გიორგი არაბიძე მიიწვია.
შეგახსენებთ, რომ გიორგი არაბიძე ამ დროისთვის თბილისში იმყოფება და 19 წლამდე ნაკრებთან ერთად საერთაშორისო ოთხთა ტურნირის ორი მატჩი ჩაატარა.
მატჩისწინა ბოლო ვარჯიში საქართველოს ნაკრებმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ს.კ. "ზესტაფონის" საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარა. საქართველო-მოლდოვას მატჩი, "დინამო არენაზე" 12 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა:
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)
მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე ( ხიმნასტიკი, ესპანეთი), სოლომონ კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი)
ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (რეიმსი, საფრანგეთი), ვაკო გვილია (ბატე, ბელორუსი), მურთაზ დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), გიორგი ჭანტურია (ურალი, რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი (დინამო, თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), ვაკო ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ჯაბა ლიპარტია (ზორია, უკრაინა), გიორგი არაბიძე (შახტარი, უკრაინა)
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია)
gff.ge
ჩემსას კი არა მოწინააღმდეგეს არ ვუსურვებ ტრავმის მიღებას.ფეხბურთი ტამაშია და რაც უნდა ღირებული იყოსგამარჯვება,არის რაღაც ზღვარი,რომლის იქით წასვლა არ შეიძლება.
ამას წინათ სვანმა ხუმრობით დაწერა,დვალიშვილმა ისრაელში რომ ვერ გაიტანა ნატყვიარივით მახსოვსო(დაახლოებით ასე დაწერა)მე კი ვთხოვე სისხლი სისხლით არ ჩამოირეცხება,აპატიე მეთქი.მაშინ ჩვენ ორივე ვხუმრობდით,აი შენ კი დაფიქრდი,კარგად დაფიქრდი და ვფიქრობ ბოდიშის მოხდა სწორი იქნება.შეცდომა ყველას მოსდის და ბოდიშის მოხდა სამარცხვინო არ არის,პირიქით.