საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
Tqven tamashs ....!!!
Dahuret ra es gundi!!!
Deus
12 ნოემბერი 2016 23:19
0
ხლახია ცოდო ამ საზიზგრობის ცქერის გამო. ვინც იცოდა ეგ ტაიმბოლი წინასწარ კი დარჩა მოგებული და სულ არ ანაღვლებს ნაკრები მოიგებს თუ წააგებს მთავარია თვითონ მოიგოს ფინანსურად. ეხლა არ დამიწყოთ ეგეთები არ ხდებაო, სწორედაც რომ ხდება და მაგალითი აგერ იყო ნახევარი საათის წინ.
dudu
12 ნოემბერი 2016 23:18
0
უსუსტეს ნაკრებს ვერ მოუგეთ,ძალიან სამწუხაროა,მწვრთნელებზე მინდა ვთქვა,ვერ გავიგე გვილიას შეცვლა რას ექვემდერობებოდა და მაგალითად უკვე გაყვითლებული დაუშვილის მოედაზე დატოვება რა იყო თნდაც იგივე წითელის აკიდების მიზნით,ველოდებოდი უფრო დაუშვილის შეცვლას და იგივე კობახიძის გამოყვანას თავის დროზე, თუმცა სულ არ ათამაშა,კანკავას დაყენება იგივე დაუშვილის ნაცვლად შეიძლებოდა ბოლობოლო კაპიტანია,რისიც მეშინოდა ზუსტად ის მოხდა სამწუხაროდ,მწვრთნელებს ცოტა მეტი სიფხიზლე უნდა გამოეჩინათ. ანანიძე
მაგრად დაგვაკლდა.
bebeto
12 ნოემბერი 2016 23:18
0

რაღაც ა უ ხ ს ნ ე ლ ი შიში თიშავთ მოედანზე და ბურთის ნიღების არათუ ე შ ი ნ ი ა თ,ე ზ ი ზ ღ ე ბ ა დ კიდეც და მიღებისთანავე ი ძ ო რ ე ბ ე ნ,ვითომ პასს აძლევენ !

2 3- ფეხბურთელის ზურგზე გადადის ხოლმე მთელი თამაშები.
ბოლ-ბოლო წ ა ი ყ ვ ა ნ ე თ თავდაცვის სამინისტროს სპეც-დანიშნულების მომზადების ცენტრებში და როგორმე დ ა ა ძ ლ ე ვ ი ნ ე თ ეს შიში და ფსიქოლოგიური ს ი ს უ ს ტ ე ე ბ ი,სხვა ვ ე რ გავიგე-რ ა ჭირთ მუდამ, მით უმეტეს პრინციპულ თამაშებში,იქ ხომ გაათმაგებული ა ღ ტ კ ი ნ ე ბ ა და შემაერთება,ჟ ი რ კ ა უნდა იყოს და ჩანდეს?!!!!!!!!
glaxuna
12 ნოემბერი 2016 23:18
0
დვალიშვილი შემოიკვანა და ვიცოდი რო ვერ მოვიგებდით,ჯადოა დვალიშვილი,თან გვილია გაიყვანა ამ ...კაცმა და შემოყავს არაფრის მაქნისი
butxa
12 ნოემბერი 2016 23:17
0
მეგონა 3:1 ს მოვიგებდით! ვაღიარებ არ მესმის ფეხბურთი!
არჩილ ხოფერია
12 ნოემბერი 2016 23:17
0
რაგინდათ ზან მაინტერესებს სხვას რას ელოდით?რომ
le777us
12 ნოემბერი 2016 23:17
0
ვაისმა წააგო 100%- 1.ამ შესარჩევში ყველა გაშვებული ბურთი ლორიას ბრალია-ყოველთვის წინ იყო გასული უაზროდ. 2.დანიაში და კვიპროსში ჩვენი თავდამსხმელები პოკერ-ჰეთთრიკებს დებენ - ეს გადაეკიდა უგოლო და უთამაშებელ "თავდამსხმელებს" - დვალიშვილსა და მჭედლიძეს. 3.ორი ჩამშლელი დაუშვილი და კანკავა ერთად არ ვარგა. 4.შეცვლები ისეთი გააკეთა,რომ თამაში თითქმის მოგებული-ფრედ დამთავრდა... ამას თუ ვერ ხედავ ვაისი, მაშინ უნდა წავიდეს! ფედერაცია კი ... ამათზე აღარ მინდა...
სფფ?
12 ნოემბერი 2016 23:16
0
მოკლედ ვაისმა წააგო ეს თამაში ფეხბურთელებზე, რომ არაფერი ვთქვათ
Aleqsandre
12 ნოემბერი 2016 23:16
0
მეკარე იყო და დარჩა პრობლემად ნაკრებში, გვილია ყოჩაღ შენი გამოძახება ნაკრებში, როგორც ჩანს ნაადრევი იყო. ბარემ მსოფლიო ვარსკვლავი გამხდარიყავი და მერე უნდა მოეწვიეთ ნაკრებში. იქნებ დაწერონ რატომ ირბინეს მოლდოვას ფეხბურთლებზე ნაკლები, რატომ არ ემარებოდნენ ერთმანეთს, როცა მეტოქის რამდენიმე ფეხბურთელი ესხმოდათ ან რატომ არ ეხსნებოდნენ და ეშინოდა ბურთის მიღება. ვნახოთ რა დასკვნებს გამოიტანს ვაისი. ისე რომ სამკურნალოები ვართ აშკარაა.
gizog
12 ნოემბერი 2016 23:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული