საქართველოს ნაკრებმა ვერც მოლდოვასთან საშინაო მატჩში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
12 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ D ჯგუფში მეოთხე შეხვედრა მოლდოვის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და ფრეს დასჯერდა - 1:1.

თბილისში, "დინამო არენაზე" გამართულ მატჩში ანგარიში ვაკო ყაზაიშვილმა მე-16 წუთზე გახსნა. ამის შემდეგ ქართველ ფეხბურთელებს გატანის შანსი რამდენჯერმე ჰქონდათ, მაგრამ ვერ გამოიყენეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სტუმრებმა გათანაბრება 78-ე წუთზე, ალეხანდრუ გაცკანის ეფექტური გოლით მოახერხეს. ამ ეპიზოდში საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიდან წინ იყო გამოსული.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

4 ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში 2
ქულა აქვს და კვლავ ბოლოსწინა, მეოთხე ადგილზე რჩება. ვაისის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2017 წლის 24 მარტს თბილისში, სერბეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს.

დღესვე ჩვენს ჯგუფში ავსტრია ირლანდიას მასპინძლობს, უელსი კი - სერბეთს.

საქართველოს ნაკრებმა მოლდოვასთან შეხვედრა ამ შემადგენლობით ჩაატარა: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).
მკითხველის კომენტარები / 115 /
ასდიოდა სუნი ამ თამაშს :D ... სადაა ჩვენი ნაკრების მოსაგები? ვერ თამაშობენ, არ იციან თამაში ბიჭებმა და რა ქნან?? რაცაა ესააა.../ ჩვენი მაქსიმუმი არის და იქნება კარგათ ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ ,, აი ეს ფრაზაა საქართველოს ნაკრები.../ ეს შესარჩევიც დასრულდა უკვე ჩვენთვის. ეხლა ვაისი გავაგდოთ, მოვიყვანოთ გეგუჩაძე ან სხვა ვინმე მაგ: (ცქიფო) და ეს დანარჩენი თამაშები გამოვიყენოთ შემდეგი ევრო შესარჩევისთვის, და ამასობაში კიდევაც ამომხდება სული :D :D :D
Vasili
13 ნოემბერი 2016 01:31
0
ნიძლავს ვდებ რაზეც გინდათ ჩვენი ნაკრები
თბილისის დინამოსთან 10 შეხვედრიდან
10 ვეს წააგებს.
გამოსავალი ერთია დაიშალის ფეხბურთის
ფედერაცია, როგორც უპერსპექტივო
ორგანიზაცია და მათი ბიუჯეტი მივცეთ
ქალთა ფეხბურთის ფედერაციას...
მეგზური
13 ნოემბერი 2016 01:28
0
ვაისმა დაუშვა შეცდომა. ქვილითაიას მაგივრად სხირტლაძეს უნდა დაეწყო,ეგ ერთი. ბუბას მაგივრად უნდა შემოეყვანა სხვა,არა კანკავა,ჯიღაური,ან კობახიძე,და ბოლოშუ ვაბანკზე უნდა წასულიყო,თუ არ გარისკე მასე არ გამოვა.78 წუთის მერე რა არ გააკეთეს მოლდაველებმა ტემპი რო დაეგდოთ,გოლი რო გავა მაგას უნდა მიხვდე ეგრევე რო დაიწყებენ კოტრიალობას და მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყო! შენ კიდე პირიქით იმათ საჯარიმოსთან აგორაო ბურთი და ნახვრეტი ეძებო. თუ იცით რო ძალები არ გყოფნით კიდე,მეორე ტაიმის დასაწყისში შეუტიეთ მაგრა რო მეორე შეუგდოთ და ბოლოში თუ ერთს გაუშვებთ მოიგებთ მაინცა და არა ასე გაუშვით ბოლოში,ვერც მოუგეთ ვერც შეუტიეთ. მარა მე რა მესმის.....
luk
13 ნოემბერი 2016 01:25
0
რატომ არ დაწერეთ ჩემი კომენტარი?
ძან მაინტერესებს?
თუ სიმართლის თქმა გვეშინია
მაშინ როცა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ
le777us
13 ნოემბერი 2016 01:20
0
megre-ს ეს ნახირი და ჭაობია ქვეყანაც ნაკრები სახეა ქვეყნის და ადექი მიყევი ჯიქიაას))))
svani
13 ნოემბერი 2016 01:02
0
და რას გადაეკიდეთ ამ არაბიძეს ერთი რომ შემოსულიყო რა გოლს დაგიხატავდათ თუ თამაშს გაამწვავებდა რადიკალურად?!!!!!!!!!!!))))))))
svani
13 ნოემბერი 2016 00:59
0
სოსო-ს მართალიხარ, კი ერთი ბიჭი მოტივირებული იყო ვინ იყო ვერ შევხედე რომ ხურდებოდნენ ჩვენები ის ერთი ტრიბუნებისკენ ხელებს წევდა და მხარდაჭერას ითხოვდა, უბრალოდ არ შეიძლება მოლდოვის ნაკრებს რომ ვერ მოუგო ჩვენ წყალწაღებულები ვართ მაგრამ ისინი საერთოდ ყანაში თამაშობენ იმათი ფეხბურთელი ზოგი სად თამაშობს და ზოგი სად 1-2 ყავთ "ნორმალური"! 1999 წლის მერე ერთიდაიგივე ფორმაციის ნაკრებია ათასში ერთი გაუვარდებათ ან ნორმალურად ითამაშებენ ერთ-ორ თამაშს და მერე ისეთ გუნდთან შერცხვებიან რომ ფეხბურთს შეგაზიზღებენ!)
svani
13 ნოემბერი 2016 00:58
0
meore taimshi tipebs arz daurtkmiat karshi, ashkarad chatkobili tamashi iko, totalizatorze tamashoben, fuli rom ishovon da asruleben davalebebs.
petka
13 ნოემბერი 2016 00:38
0
მოქმედებაა საჭირო ხალხო, დროა პასუხი მოვთხოვოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებს. უნდა გადადგნენ კობიაშვილი და მუჯირი.
ბესო
13 ნოემბერი 2016 00:36
0
ხალხო რატომ გიკვირთ რა ქნან ამ ბიჭებმა?ზან მაინტერესებს.მაინცდამაინც ნაკრების მოგება რომგინდათ და დადიხართ სტადიონზე.კლუბებმა რა დააშავა? ნორმალური ჩემპიონატი ჩვენ არაგვაქ
ერთხელ ხომუნდა გვეგირსოს ლიგაზე თუარა უეფაზე მაინც ასპარეზი?მაგრამ სადაა?ამთავრობას სულ კიდია ფეხბურთი
ბიზმესმენებსაც არაწყობთ ფულის ჩადება და მესმის ნაწილობრივ მათიც სტადიონზე მისვლა ჩვენ არგვინდა რომ ბილეთები გაიყიდოს და კლუბმა თავი ირჩინოს
რეკლამირება ჩვენთან არაა
ტალანტებს ჩვენ ვერ ვზდით
ბაზები არგვივარგა
ამ 8 წელიწადში რაც მწვრთნელებს ფული უხადეს იმფასად რამდენი ბაზა გაიხსნებოდა რაიონებში.მარტო თბილისით ხართ დმგადართლი რადააშავა რეგიონებმა და პატარ ქალაქებმა
თუ იკ ვერისწავლიან ბავშვები ფეხბურთს
ცოტა გონს მოდით რაააა ძმებო
და ნუ მოითხოვთ ამბიჭებისგან მეტს
რადგან ყველა ეს ბიჭი საქართველოში გაზრდილია ასეთ პირობებში
რავქნათ მეტი ვერისწავლეს ამით დავკმაყოფილდეთ
გული მტკივა ღმერთს გეფიცები
მაგრამ რააზრიაქ ცრემლების ღვრას
შეშვით ამ ცუდ სტატიებს და
ყველამ საქართველოს ჩემპიონატზე ვიფიქროთ.ჩვენს შვილებზე გესმით რომ იმედი არ დაეკარგოთ მომავალზე
აი ზან კარგი იქნებოდა 10 წლიანი პროგრამა რომელიც არა ნაკრების (მაინც იმედი დაკარგულია) არამედ ჩემპიონატების დინის ამაღლება
და ბავშვებზე მიხედვაზე იქნება ყურადგება გადატანილი
10 წელიწადში მაინც გვეგირსოს იქნევ
ვათუმში სასტუმროს გახსნა უფრო აინტერესებსთ ვიდრე სპორტი არც ბაზააქვთ ბიჭებს და არც სტადიონი
ასეთ დღეში ზან ბევრი რეგიონია
და ასეთ პორობებში გაზრდილ ბავშვებთ რატომ თხოვთ მეტს?
რომელი ხართ მოლდოვაში ნამყოფი????გელითხებით???იცი რა ბაზები აქვთ?
და რა დარბაზები?
ადარებთ აზერბაიჯანს თავს?ხომ
რამდენი ქართველო გაიქცა იქ სათამაშოთ იცოთ?იმიტო რომ კარგი პორობებიაქვთ
კარგით რაააა რეალობას გადახედეთ
მიყვარს ჩემი ქვეყანა სიგიჟემდე
მაგრამ რეალობას შევხედოთ გთხოვთ
ყველა პოლიტიმაში ხართ გადართული
სკამებოსთვის
სადაა თკვენი ღირსება?
ჯანდაბას იჯექით 100წელი თუ გინდათ
ჭამეთ სვით მარა მაინც მიხედეთ საქართველოს დროშასა და მომავალ თაობას.ჩვენ მაინც დავიჩაგრეთ
მაგრამ ჩვენმა შვილებმა რა დააშავა
ჯიქია - გოგიას არ ვამართლებ
მაგრამ ვიფიქროთ იმაზე რომ
ხვალ უფრო მეტი ახალგაზრდა არ დადგეს მათ გზაზე რამოხდება
სულ რაღაც 5 მილონიც აღარ დავრჩით
ყველა გარბის
სამარცხვინოაა გეფიცებიიიიი
აი სატირალიიიიი

le777us
13 ნოემბერი 2016 00:35
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული