შევიტყვეთ, რომ თემურ ქეცბაიამ გაფართოებულ სიაში გროზნოს "ტერეკის" საყრდენი ნახევარმცველი ლევან გვაზავაც შეიყვანა, ფედერაციის შესაბამის განყოფილებებს კი მასთან დაკავშირება დაავალა.
ქეცბაიამ გვაზავა ნაკრებში გასულ წელს კამერუნთან ამხანაგური მატჩისთვისაც გამოიძახა. თუმცა მაშინ ჩეჩნური
გავიდა დრო და ცნობილი გახდა, რომ ლევანს არა რუსეთის მოქალაქეობა, არამედ საკლუბო საკითხის მოუგვარებლობა აბრკოლებდა. გვაზავას "ტერეკთან" კონტრაქტი გასული წლის დეკემბერში უმთავრდებოდა და ფიქრობდა, საქართველოს ნაკრებში ნათამაშებს, საქართველოს მოქალაქეობის გამო, პრემიერლიგის კლუბში აყვანის დროს პრობლემები შეექმნებოდა. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, ასეთი ბარიერი მართლაც არსებობს და ამიტომაც აიღო ბევრმა ჩვენიანმა რუსეთის პასპორტი.
გვაზავამ "ლელოსთან" თქვა კიდეც: "ბოლო წლებში ნაკრებში პირველად თემურ ქეცბაიამ მიმიწვია. ძალიან გამიხარდა, ჩამოსვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ ჯერ საპასპორტო პრობლემებმა შემაფერხა, შემდეგ კი მოქალაქეობა დავიბრუნე, მაგრამ დაბრკოლებები კლუბში წარმოიქმნა, რაც კონტრაქტს უკავშირდებოდა. მე არასდროს არ ვიტყვი ნაკრებზე უარს, როცა პრობლემებს მოვაგვარებ, მერე აუცილებლად ჩამოვალ. ხომ იცით, რუსეთის კლუბში რა ბარიერები ექმნებათ?"
დეკემბერში 31 წლის ნახევარმცველმა გროზნოელებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმა, ტრავმაც მოიშუშა და წესითა და რიგით, ნაკრებში მის ჩამოსვლას ახლა არაფერი უნდა აბრკოლებდეს. ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი კი ნაკრებს არ აწყენდა, რადგან საყრდენი გვაზავა მშვენიერი გადაცემებითაც გამოირჩევა და ეროვნული გუნდის მწვრთნელებიც ამით დააინტერესა.
შეგახსენებთ, რომ ლევან გავაზავა რუსეთის პრემიერლიგაში 2007 წლიდან თამაშობს, გამოდიოდა ვლადიკავკაზის "ალანიაში" და ვლადივასტოკის "ლუჩ-ენერგიაში", გროზნოს "ტერეკში" კი 2008 წელს გადავიდა.
.