თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

AutoSharing Option
28 დეკემბერს, სასტუმრო "რუმს თბილისში" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება - GFF AWARDS 2016 გაიმართა.

2016 წლის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "კრასნოდარის" შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი დასახელდა.

ოქრიაშვილმა წელს სანაკრებო მატჩებში ყაზახეთის, უელსისა და ესპანეთის ეროვნულ გუნდებს გაუტანა. სწორედ მისი გატანილი გოლის მეშვეობით მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა ესპანეთში ადგილობრივ ნაკრებთან ისტორიული გამარჯვება.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]
- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]
- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ
დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO
]

საკლუბო დონეზე კი ოქრიაშვილმა "კრასნოდარის" მაისურით ულამაზესი და გადამწყვეტი მაკრატელა გაიტანა "ზენიტთან" მატჩში.

-  თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" ულამაზესი მაკრატელა გაუტანა [VIDEO]

სპეციალური ანკეტების მეშვეობით ფედერაციამ გამოკითხვა ჩაატარა. საუკეთესოები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის კლუბებისა და ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა დაასახელეს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
საით მიდის ჩვენი ფეხბურთიი... კანდიდატებიც არაა არჩევანისთვის. მომავალ წელს ბურთის მომტანებს დააჯილდოვებენ
0
წარმატებას ვუსურვებ ოქრიაშვილს. ვუსურვებ დასავლეთის ქვეყნის ლიგაში გადასვლას და იქ დამტკიცებას საკუთარი შესაძლებლობების. ქართველი გულშემატკივარი არასდროს არ უგულშემატკივრებს რუსულ გუნდს!
ლუკა
08:07 29-12-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული