"ვამბობდი - მოდით და ნახავთ, რა ნაკრებიც გვყავს! მოვიდნენ და გაიხარეს!"

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი ასპროცენტიანი შედეგით გადალახა. ახლა ჩვენი გუნდი 3-დან 12 აპრილის შუალედში ითამაშებს მინსკში, სადაც გაცილებით ძლიერი მეტოქეები გველიან - ბელორუსი, იტალია და ხორვატია.

"თამაშის დღეს, დილით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დაგვლოცა და წარმოუდგენელი იყო, რომ შვეიცარია გამარჯვებული გაგვეშვა. ამ დალოცვამ თითოეულ ჩვენგანზე დიდი გავლენა იქონია. გამაოცა და გამახარა გულშემატკივარმა, რომელიც სასწაულად დაგვიდგა გვერდში, გუნდმა კი უჩვეულო ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა.

ყველანი მივხვდით, რომ ტყუილად არ გვიშრომია. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ საქართველოს ფუტსალში პოტენციალი აქვს. აუცილებლად უნდა ვთქვა
ფეხბურთის ფედერაციაზე, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, გუნდი საუკეთესოდ რომ მოგვემზადებინა.

ჩვენ ახლა თამაშზე ვფიქრობდით და არა - პრობლემებზე. ახლა გუნდში ისეთი ატმოსფეროა, რომელიც ყველას გვახარებს. ბიჭები ერთმანეთს დაუდგნენ გვერდში. ერთსულოვნების გარეშე ეს წარმატება არ მოვიდოდა და ხალხს ამ სიხარულს ვერ მივანიჭებდით", - ამბობს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავთანდილ ასათიანი.

ის დარწმუნებულია, რომ გუნდის გაძლიერება შესაძლებელია:

"მიზეზთა გამო ჩვენ ახლა ყველა მოთამაშე ვერ გამოვიძახეთ. ზოგს ტრავმა აწუხებდა, ზოგი სხვა პრობლემამ დააბრკოლა... არადა, რეზერვში კიდევ გვყავს 5-6 საინტერესო ფეხბურთელი, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ ნაკრებში თამაში.

თუკი შემდეგი ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა შეიკრიბება, დარწმუნებული ვარ, უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ. მთავარი ისაა, რომ ნაკრებში კონკურენცია გვაქვს, რაც ორმაგად მახარებს".

მაყურებელმა უკვე შეიყვარა ნაკრებში დაბრუნებული მისი ერთ-ერთი ლიდერი ზვიად კუპატაძე. 36 წლის მეკარემ ამ სამ შეხვედრაში 2-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. კუპატაძე ამბობს, რომ მსგავსი გრძნობა არასოდეს განუცდია:

"რა თქმა უნდა, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ჩემს კარიერაში უდიდესი სიხარული იყო. ახლა კი საქართველოს ნაკრებთან ერთად მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები ჩავატარეთ. მაგრამ 4 ათასი ადამიანი რომ მოვიდა დარბაზში, ამ ქვეყნად ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულებოდა. ეს 3 შეხვედრა ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

როგორც იქნა, საქართველო, ფეხბურთის ფედერაცია ამ სახეობისკენ შემოტრიალდა და ერთად გავიხარეთ. ვამბობდი - მოდით და ნახავთ, რა ნაკრებიც გვყავს! მოვიდნენ და გაიხარეს!

რუსეთში უზომოდ ბედნიერი წავედი და გულშემატკივრებს და ჟურნალისტებს გთხოვთ - ასე გააგრძელეთ, ფუტსალის ნაკრებს გვერდით დაუდექით და ჩვენ უფრო მეტად გაგახარებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Amerikelo, emre:
თქვენ სახელებზეც გეტყობათ ვინც ხართ. Emre amerikelis სახელით გიცანით გამოდიი))))
ჩვენს ბიჭებს კიდევ წარმატებები ბელორუსში!
Georgian
04 თებერვალი 2017 02:31
0
emres aq jigaro hens garda 11 komentaria da kvelam ertnairad gaigo heni komentari.
amitom ise unda hamoakalibo heni azri mere tavis martlebam ar mogicios da kuhi gvian agecvas.
TAMAZIKO
02 თებერვალი 2017 18:09
0
ოე ოე აქ რაამბავი ყოფილა :))) აქ ემრე მექნება მითითებული თუ თარხან მოურავი რა მნიშვნელობა აქვს? ძალიანაც ვგულშემატკირობდი ბიჭებს და 2 თამაშზეც ვიყავი. მაგრამ აქ საქმე საერთოდ სხვა რამეშია და სანამ სამშობლოს მოღალატედ გამომიყვანთ გეტყვით რისი თქმაც მინდოდა. ფედერაციაზე მქონდა აქ აქცენტი გაკეთებული, მაშინ როცა ერთი დიდი ფეხბურთისთვის და ნაკრებისთვის ვერ მიუხედიათ და ნაკრების თამაშის ლინკიც კი ვერ "იჩალიჩეს" ბიჭებმა, ამ დროს კობიაშვილი და მაგათი ძმები რაღაცა გასართობ ტურნირებს იგონებენ მინი ფეხბურთში და ფუტზალის პოპულარიზაციით არიან დაკავებულები. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ფუტზალს თავისი ფედერაცია აქვს, არაფერ შუაში არ არიან დიდ ფეხბურთთან... ესენი კიდე ზიან და რეკლამებს აკეთებენ ხალხის მისაყვანად და იმის დასანახად რო თურმე ფუტზალში შოტლანდიას, შვეიცარიას და ისრაელს უგებენ. აი ამის თქმა მინდოდა თორე ბიჭები რა შუაში არიან? ვენაცვალე მაგათ. გასაგებია ყველასთვის რისი თქმაც მსურდა?
emre
02 თებერვალი 2017 17:30
0
rac martalia martalia batonebo,verafers itkvi emres da misnairebis saxit magrad muhaobr me-5 kolona.
TAMAZIKO
02 თებერვალი 2017 17:08
0

ემრეს რომ ესხმითთავს ის თქვით რაც რეალურია. ტუ საქართველო მსოფლიოს ნაწილია იმ სტანდარტებით იარეთ რაც მსოლიოს აქვს.
პატარა არაფრის მქონე და არაფრის შემძლე ბავშვიტ ვიგაცა ან რაგაცა ხელს Aდრინდელზე მეტად გაიქნევს - ყელა ამაზე როგორ სეიძლება ერტი ამბის შეყრა.
ამერიკელი
02 თებერვალი 2017 16:37
0
ემრე ქართული სად ისწავლე ძმურად? არც სახელით და მითუმეტეს არც კომენტარით ქართველისა არაფერი გცხია. სახელი თურქული გაქვს კომენტარი რუსული. აუცილებლად ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში უნდა ვიყოთ რო ვუქომაგოთ საქართველოს ნაკრებს? დიახაც უნდა აეტეხათ ერთი ამბავი და კიდევ უფრო მეტიც, მკვდარი სპორტი გაცოცხლდა და ჯერ-ჯერობით მცირე მაგრამ მაინც წარმატებას აღწევს და არ უნდა გვიხაროდეს? ამ სპორტში ჩახედულად გამოაჩინე თავი? ყველამ შენზე კარგად ვიცით რომ იტალიაც, ჰოლანდიაც და ბელორუსიც ჩვენზე გაცილებით წინ არიან ამ სპორტში მაგრამ შენგან განსხვავებით მაინც ვუქომაგებთ. მთავარი ჯიგარია ყველა სპორტში და ბიჭებმა ეს ჯიგარი სამივე თამაშში ჩადეს (შენგან განსხვავებით, ეროვნებით არაქართველმაც).
data
02 თებერვალი 2017 15:57
0
emre-ს. ნაღდად ვერ ვხვდები რა გამოძრავებთ, როცა ასეთ კომენტარებს აკეთებთ. ბიჭებმა მოიგეს და უცებ ირონია, თუ წააგეს ლანძვღა-გინება. მოკლედ იმის თქმა ნინდა, რომ თქვენისთანა ადამიანები, ასეთი კომენტარებს სპეციალურად დებენ, რომ მერე საპასუხო კომენტარებით იხალისონ (იკაიფონ). ეს კი ერთგვარი ავადმყოფობაა. იქნებ უმკურნალოთ საკუთარ თავს. წარმატებები ჩვენს ფეხბურთელებს.
giorgi menabde
02 თებერვალი 2017 15:45
0
ეს არც იქნება ქართველი ხალხო დაანებეთ გაიხაროს
dato
02 თებერვალი 2017 15:18
0
emre-ს. კარდაშ, სულ ესა ხარ!!! იქნებ კიდევ დაამატო რაიმე "სასიამოვნო" და გული გაუკეთო ბიჭებს. ერთი შენი თავი მაჩვენა კუდიგორის ტყეში. ბიჭებს კი წარმატებას უსურვებ.
ako
02 თებერვალი 2017 15:09
0
აჰააა, ესეიგი ჯობდა წაგვეგო ხო? :D არ უნდა გაგვხარებოდა, შევცდით...
Vasili
02 თებერვალი 2017 14:53
0

სიახლეები პოპულარული