ტური 12:00 სთ-ზე, "თბილისი ვარიორსისა" და "თბილისის" შეხვედრით აიღებს სტარტს. ორივე მათგანს 6-6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-7-8 პოზიციებს იკავებენ. შესაბამისად, საპლეიოფო ამბიციების შესანარჩუნებლად, ამ შეხვედრაში ორივე მათგანს მოგება ჰაერივით ესაჭიროება.
წინა ტურში "ტატიშვილთან" განადგურების შემდეგ საკუთარი გულშემატკივრის წინაშე რეაბილიტაციას და სატურნირო ცხრილში დაკარგული პოზიციების აღდგენას ეცდება მფკ "აგორა", რომლის მეტოქეც ჯერჯერობით უქულოდ
უაღრესად საინტერესო შეხვედრაა დაგეგმილი 16:00 სთ-ზე. წინა ტურში, ბათუმში, ადგილობრივი უნივერსიტეტის კლუბის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, მფკ "მგლებს" კიდევ ერთი "შავიზღვისპირული" გამოცდა ელის წინ. ამჯერად მათი მეტოქე "დინამო ბათუმი" იქნება, რომელიც ამ ტურის წინ ცხრილში მესამე პოზიციაზე იმყოფება და დაპირისპირებაშიც ნომინალური ფავორიტია.
მომდევნო შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ მფკ "აფხაზეთი" და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის კლუბი წარდგებიან. სატურნირო თვალსაზრისით, გუნდები განსხვავებულ სიტუაციაში იმყოფებიან. თუკი "აფხაზეთს" ექვსი ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს, "ბათუმელ სტუდენტებს" 4 ქულით ბოლოსწინა ადგილი უკავიათ. თუმცა სამქულიანი სხვაობა მატჩის პრინციპულობას უსვამს ხაზს. შეხვედრა 18:00 სთ-ზე დაიწყება.
სათამაშო დღე არამარტო ტურის, არამედ მთლიანად ჩემპიონატის ცენტრალური შეხვედრით დასრულდება, რომელშიც ერთმანეთს მფკ "ტატიშვილი" და "სტუ-თელასი" დაუპირისპირდებიან.
ორივე გუნდი მიმდინარე გათამაშებაში წაუგებლად ასპარეზობს, თუმცა "ენერგეტიკოსები" ორქულიანი დანაკარგით ჩამორჩებიან მთავარ მეტოქეს. განსხვავებული სიტუაციია გუნდებში ზამთრის შესვენების შემდეგ: "თელასი" ორმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა და გასული საკვალიფიკაციო ეტაპის საუკეთესო ბომბარდირმა არჩილ სებისკვერაძემ კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელება გადაწყვიტა, ხოლო ნაკრების კაპიტანმა დავით ბობოხიძემ სწორედ "მედიკოსების" რიგებს მიაშურა, რითიც ისედაც საუკეთესო შემადგენლობით მოასპარეზე "ტატიშვილი" კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, რომ ალე ძაბირაძის გუნდიდან, ნაკრების უახლოეს შეკრებაზე ერთბაშად ხუთი ფეხბურთელი იყო გამოძახებული. მიუხედავად ყველაფრისა, ავთანდილ ასათიანის გუნდი იოლი მეტოქე ნამდვილად არ იქნება. მატჩი 20:00 სთ-ზე დაიწყება.
10.02.2017. თბილისის ოლიმპიური სასახლე. VII ტური
12:00 მფკ თბილისი ვარიორსი - მფკ თბილისი
14:00 მფკ იბსუ - მფკ აგორა
16:00 მფკ მგლები - მფკ დინამო (ბთ)
18:00 მფკ აფხაზეთი - მფკ ბსუ (ბთ)
20:00 მფკ ტატიშვილი - მფკ სტუ-თელასი
ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge