ფუტსალის ლიგა 2016/17: აირჩიე საუკეთესო გოლი!

AutoSharing Option
დღეიდან ვებგვერდი www.sbm.ge გთავაზობთ გამოკითხვას - აირჩიე საქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წწ. სეზონის საუკეთესო გოლი!

ამისათვის აუცილებელია, ეწვიოთ ვებგვერდს, შესაბამის ბმულზე გადასვლის შემდეგ თქვენ უნდა აირჩიოთ 30 გოლიდან საუკეთესო და მისცეთ ხმა!

ხმის მიცემის წესი მარტივია:

- ჩამონათვალში შეგიძლია იხილოთ სასურველი გოლის ან გოლების ვიდეო, მონიშნოთ ერთი ან რამდენიმე და მისცეთ ხმა!
- ერთი კომპიუტერიდან ერთ გოლზე ხმის მიცემა შესაძლებელია 24 საათში ერთხელ!

ხმის მიცემა 1-ელ სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი

ჩემპიონატის პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სილკ უნივერსალი", სპორტული ბრენდი "SALLER", "წყალი
მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი".

მედიაპარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი"; ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული