ავთანდილ ასათიანი: კარგია, რომ ჰოლანდიის დონის ნაკრებთან ფრე აღარ გვაკმაყოფილებს

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა ჰოლანდიასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

- ფუტსალი: საქართველომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი ფრით დაიწყო
- საქართველო-ჰოლანდიის მატჩზე დარბაზში შუქი დაახლოებით 10 წუთით გაითიშა [VIDEO]

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, 8 აპრილს, ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა ჰოლანდიის წინააღმდეგ გამართა და ქულას დასჯერდა - 1:1.

"პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს. მათ მოსაგებად ცდა არ დააკლეს და კარგია, რომ ჰოლანდიის დონის ნაკრებთან ფრე
აღარ გვაკმაყოფილებს.

მადლობა ასევე ჩვენს მხარდასაჭერად მოსულ გულშემატკივარს და მადლობა მათაც, ვინც ვერ მოვიდა, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან მაგარი ბიჭები გვყავს და მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდება.

მომავალი მეტოქე ბელორუსის ნაკრებია და ის ჰოლანდიაზე ძლიერია.

დღეს ძალიან დაგვაკლდა რონინიო, მაგრამ გამოჩნდა პოზიტივიც - ნაკრები არაა ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული და თუ ვინმე ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო დაგვაკლდება, მათი ჩანაცვლება შესაძლებელია", - თქვა ასათიანმა.

საქართველოს და ბელორუსის ნაკრებები ერთმანეთს დღეს, 18:00 საათზე, ოლიმპიურ სასახლეში დაუპირისპირდებიან. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 5 ლარია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული