ჩვენმა ნაკრებმა დღეს, 11 აპრილს, ევროპის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე, გადამწყვეტი მატჩი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და მიუხედავად იმისა, რომ 0:2 მარცხდებოდა, ქულა მოიპოვა - 2:2.
შედეგად, საქართველოს ნაკრებს 3 ფრით 3 ქულა დაუგროვდა, ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და თავის ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატის შესარჩევის პლეი-ოფში გავიდა. საპლეიოფო მატჩები სექტემბერში გაიმართება.