SBM LEAGUE 2016/17: თასზე წილი ნაყარია, ბრინჯაო და სუპერლიგა C იწყებენ

AutoSharing Option
19 აპრილს, სასტუმრო "ბილტმორში", ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წ.წ სეზონის ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C -ს კენჭისყრა გაიმართა. გაირკვა ასევე სუპერლიგისა და კორპორატიული ლიგის თასის 1/8 ფინალური წყვილების ვინაობაც.

ბრინჯაოს ლიგის წლევანდელ გათამაშებაში 9 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. თბილისის მერია და ელიტა ბურჯი, შესაბამისად, ოქროს და ვერცხლის ლიგის დატოვების შემდეგ, რანგით დაბალ ლიგაში აგრძელებენ ასპარეზობას.

კორპორატიულ ლიგაში გადმოინაცვლა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გუნდმა. ორ წლიანი პაუზის შემდგომ, ლიგას დაუბრუნდა DHL საქართველო. რაც შეეხება დებიუტანტებს, ასეთი ხუთია - სასტუმრო "ბილტმორი", მტკვარი ენერჯი,
ჰალიკ ბანკი, ჰერმესი და დომსონ ინჯინეარინგი, პირველ ნაბიჯებს გადადგამენ ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში.

8 გუნდით დაკომპლექტდა სუპერლიგა C - უნიკრედიტის და ეროვნული თავდაცვის აკადემიის გუნდებმა, სუპერლიგა B-დან "გადმოინაცვლეს", კორპორატიულ ოქროს და ვერცხლის ლიგაში წარუმატებელი ასპარეზობის შემდეგ, სუპერლიგა C-ში მოსინჯავენ ძალებს MENU.GE და აჭარა ჯგუფი. წინა სეზონში მიღწეული ტრიუმფის შემდეგ, ლიგას უბრუნდება ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის სამოყვარულო გუნდი.

რაც შეეხება კიდევ სამ მონაწილეს - აჭარის სამოყვარულო ნაკრები, ჯეო ჰოლდინგი და დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციის გუნდი "რუბიკონი", ისინი დებიუტისთვის ემზდებიან.

ბრინჯაოს ლიგის და სუპერლიგა C -ის I ტურის შეხვედრები 23 და 30 აპრილს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება. ორივე გათამაშება წრიული სისტემით, ერთ წრედ გაიმართება.

23.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
12:00 ჰერმესი - ელიტა ბურჯი
19:00 მტკვარი ენერჯი - სდსს
23.04.2017. სუპერლიგა C. I ტური
16:00 აჭარა ჯგუფი - Unicredit.ge
21:00 Menu.ge - ეთა

30.04.2017. ბრინჯაოს ლიგა. I ტური
ბილტმორი - DHL
თბილისის მერია - დომსონი
30.04.2017. სუპერლიგა C. I ტური
აჭარის ნაკრები - რუბიკონი
ტატიშვილი - ჯეო ჰოლდინგი

გუშინვე გაირკვა კორპორატიული ლიგის და სუპერლიგის თასის გათამაშებების 1/8 ფინალური წყვილები.

სუპერლიგა A და B გათამაშების საუკეთესო 16 გუნდი სუპერლიგის თასისთვის იბრძოლებს, ხოლო ოქროს და ვერცხლის ლიგის 8-8 გუნდი, კორპორატიული ლიგის თასის გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას შეეცდება. 1/8 ფინალური წყვილები ბრმა წილისყრის შედეგად გაირკვა და საბოლოო ჯამში რამოდენიმე გამორჩეული დაპირისპირებაცაა მოსალოდნელი. თასის გათამაშების თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულის ვინაობა ერთი მატჩით გადაწყდება.

სუპერლიგის თასის გათამაშება 30 აპრილს დაიწყება, ხოლო კორპორატიული ლიგის თასის 1/8 ფინალური შეხვედრები 7 მაისს გაიმართება.

30.04.2017. სუპერლიგის თასი. 1/8 ფინალი
CFCP - კსუ/CIU
სკ ჯვაროსნები 2 - FC UG
სდსს - სკ თელავი
სკ ჯვაროსნები - ტვ იმედი
სკ ევროკრედიტი - სკ პსპ
FC VIVUS.GE - GM ჭიათურა
FUNDAY ENT - მფკ ნატახტარი
სკ ფერო (ზეს) - სფფ

Sportall.Ge

07.05.2017. კორპორატიული ლიგის თასი. 1/8 ფინალი
არმია - ვითიბი ბანკი
ავერსი - ბანკი რესპუბლიკა
საქ. ფოსტა - ევროპაბეთი
ლიბერთი ბანკი - ნატახტარი
TTC - ბაქსვუდი
მინა - პატრული
საქართველოს ბანკი - GWP
RS - სფფ 2

Sportall.Ge

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია "ვითიბი ბანკი". ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: ტელეკომპანია "იმედი", "წყალი მარგებელი", იურიდიული ჯგუფი "ერისთავი და პარტნიორები", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი", სასტუმრო "ჰოლიდეი ინი".

მედია პარტნიორები: რადიოები, "თანამგზავრი 92,3", "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, გაზეთი "ლელო" და სპორტული ჟურნალი "ათიანი".

სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური / sbm.ge
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული