ყველა ეს მოთამაშე მიმდინარე წელს ტურინულ კლუბში იჯარის წესით თამაშობდა. "იუვენტუსმა" მათი შენარჩუნება გადაწყვიტა. ასე, რომ "კალიარი" მატრის სანაცვლოდ 15.5 მილიონ ევროს მიიღებს, "უდინეზე" პეპეს 7.5 მილიონად შეელევა, "ნაპოლი" კი კვალიარელას 10.5 მილიონ ვეროდ დათმობს.
აღსანიშნავია, რომ მატრიმ, პეპემ და მაროტამ "იუვენტუსთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმეს, კვალიარელამ კი სამწლიანი.