23 ივნისს თბილისში უეფას ინსპექტორი, ფუტსალის შეჯიბრებათა მენეჯერი ლორან მორელი ჩამოვიდა, ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნო და შვეიაცრიაში გაბრუნებულმა განაცხადა, რომ თბილისი ტურნირის მასპინძლობისთვის მზად არის.
”მორელი უეფაში ფუტსალს განაგებს და როდესაც ჩამოდიოდა, დარწმუნებული ვიყავით, რომ ტურნირის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად საფუძველი გვქონდა. მისმა ვიზიტმა ამაში დაგვარწმუნა. ის ესტუმრა თბილისის სპორტის სასახლეს და ჩვენ მიერ დასახელებულ სასტუმროებს. ვიცოდით, რომ კარგი ინფრასტრუქტურა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ მასპინძლობის თანაბარ პირობებში ძალიან ბევრს ნიშნავს პირადი ნაცნობობა და კეთილგანწყობა. მორელი არა მხოლოდ ინფრასტრუქტურით, ქართული მასპინძლობითაც აღტაცებული დარჩა.
სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, შემდეგი ელიტ რაუნდის მასპინლობის უფლებისთვისაც ვიბრძოლოთ, რომელიც 2012 წლის აპრილში დაიგეგმა. რაც შეეხება ტურნირს, ის 24 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს და მისი ოფიციალური მასპინძელი იქნება არა კლუბი, არამედ ფეხბურთის ფედერაცია", - გვითხრა ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი დარჯანიამ.
6 ივლისს უეფას შტაბბინაში ფუტსალის თასის წილისყრა მოეწყობა. თავდაპირველად კენჭს საკვალიფიკაციო ეტაპზე მოთამაშე გუნდებს უყრიან. ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ”იბერია სტარი" შეჯიბრებაში პირდაპირ ძირითადი ეტაპიდან, სექტემბერში ჩაერთვება. 4-გუნდიანი ჯგუფიდან ელიტ-რაუნდში ორი საუკეთესო გავა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"