ტამპერე მასპინძლობს

AutoSharing Option
ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის მე-8 საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე ფუტსალში ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დასრულდა.

ინგლისის "ბათის" უნივერსიტეტის გუნდის 4:1 ძლევის შემდეგ, 19 ივლისს საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ესპანეთის "მალაგას" დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა.

ტურნირის რეგლამენტის თანახმად, ჯგუფური ეტაპის გამარჯვებულები პირდაპირ გავიდნენ მერვედფინალში, II-III ადგილზე გასულები კი მერვედფინალში მოსახვედრად დამატებით პლეი ოფს გაითამაშებენ, სადაც საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრების მეტოქე აზერბაჯანის სტუდენტური ნაკრები იქნება.

ქართველები აზერბაიჯანელ მეტოქეს ტამპერეს სპორტისა და საგამოფენო დარბაზში 20 ივლისს ეთამაშებიან. წარმატების შემთხვევაში დიდი შანსია მერვედფინალში საქართველო
რუსეთს დაუპირისპირდეს.

ესპანურ "მალაგასთან" შეხვედრაში ქართველებს 1 ბურთი არ ჩაუთვალეს და კაპიტანი შოთა ჭანუყვაძე გაუძევეს, რაც გარდამტეხი მომენტი გახდა მარცხისათვის.
ტამპერეში იმყოფება ფუტსალში საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ზაალ ჩიტალაძე, რომელიც საუნივერსიტეტო ნაკრებში მყოფ ეროვნული გუნდის კანდიდატებს აკვირდება.

ჯგუფური ეტაპი 19 ივლისი
საქართველო - მალაგა (ეპანეთი) 1:5
გოლი: გივი ბაშელეიშვილი

20 ივლისი
(მერვედფინალში გადასასვლელი პლეი ოფი)
საქართველო - აზერბაიჯანი

გიორგი ჭანიშვილი ტამპერედან
ავტორის ფოტო
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოიგეს აზერბაიჯანთან 4-2,ხვალ რუსეთს ხვდებიაან
Nikusha
16:38 20-07-2011
0

სიახლეები პოპულარული