საქართველომ აზერბაიჯანს 4:2 სძლია და მერვედფინალში რუსეთს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს საუნივერსიტეტო ნაკრები ფუტსალში ფინეთის ქალაქ ტამპერეში მიმდინარე ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე წარმატებულად თამაშს განაგრძობს.

20 ივლისს ტურნირის 1/16 ფინალში ქართველმა სტუდენტებმა აზერბაიჯანის სტუდენტური ნაკრები 4:2 დაამარცხეს. ჩემპიონატის მერვედფინალში 21 ივლისს ქართველების მეტოქე რუსეთის სტუდენტური ნაკრები იქნება.

აზერბაჯანთან შეხვედრაში ქართველთა მხრიდან გოლები გიორგი ტიკურიშვილმა, კახაბერ გოგოხიამ, ლაშა სიგუნავამ და შოთა თოფურიამ გაიტანეს. ევროპის სტუდენტურ ჩემპიონატზე ფუტსალში 24 ქვეყანა იღებს მონაწილეობას, მათ შორის არიან ფუტსალის ფავორიტი ქვეყნები - ესპანეთი, პორტუგალია, სერბეთი, ხორვატია, საფრანგეთი და უკრაინა.

ევროპის მე-8 სტუდენტური ჩემპიონატი ფუტსალში
ტამპერე, ფინეთი

1/16 ფინალი

საქართველო - აზერბაიჯანი 4:2
გოლები: კახაბერ გოგოხია, ლაშა სიგუნავა,შოთა თოფურია, გიორგი ტიკურიშვილი

21 ივლისი
1/8 ფინალი
საქართველო - რუსეთი

გიორგი ჭანიშვილი ტამპერედან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული