"იბერიამ" "გაზპრომს" გადაუარა და... ვერ მოუგო!

AutoSharing Option
ლვოვის საერთაშორისო ტურნირზე თბილისის "იბერიამ" ორი მატჩი ჩაატარა. პირველში, უკრაინულ "კარდინალთან", ჩვენებმა 6:3 მოიგეს.

გუშინ კი, მეორე ტურში, "იბერიას" მეტოქე რუსული "გაზპრომი" იყო. პირველი ტაიმი 5:0 მოვიგეთ, თუმცა საბოლოოდ ფრე - 6:6. ყველაზე დასანანი ის იყო, რომ რუსებმა ანგარიში თამაშის დასრულებამდე 39 წამით ადრე გაათანაბრეს.

ტურნირის ფინალში გასასვლელად "იბერიამ" დღეს პოლონური "რეკორდი" უნდა დაამარცხოს. ასეთ შემთხვევაში ფინალში მისი სავარაუდო მეტოქე მოსკოვის ცსკა იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფინალსაც მოვიგებთ!!!!!!!!!!!!!!!!!
geosochi
00:47 21-08-2011
0

სიახლეები პოპულარული