უეფას ფუტსალის თასის ძირითად ეტაპს თბილისი მასპინძლობს

AutoSharing Option
27-30 სექტემბერს თბილისის "სპორტის სასახლეში" გაიმართება "უეფას ფუტსალის თასის" ძირითადი ეტაპის გათამაშება, სადაც მონაწილეობას 4 გუნდი მიიღებს - "იბერია სტარი" (საქართველო), "სლოვ-მატიკი" (სლოვაკეთი), "მაპიდი" (ბელარუსი), "ჟენევა" (შვეიცარია).

ბრაზილიელი ლეგიონერებით გაძლიერებული "იბერია სტარი" "უეფას ფუტსალის თასის" "ელიტ რაუნდში" გასასვლელად იბრძოლებს, სადაც ძირითადი ეტაპიდან ჯგუფის 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გავა.

"ელიტ რაუნდში" ევროპის 16 საუკეთესო გუნდი ითამაშებს, ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია და ფუტსალის ასოციაცია. ოფიციალური პრესკონფერენცია 23 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში გაიმართა.
პრესკონფერენციაზე მედიასთან სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ - გია გალდავამ, ფუტსალის ასოციაციის პრეზიდენტმა - გაიოზ ფხოველიშვილმა და "იბერია სტარის" პრეზიდენტმა ვახტანგ წერეთელმა ისაუბრეს.

"იბერია სტარის" მატჩების რეპორტაჟები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გადაიცემა, შეხვედრებზე დასწრება უფასოა. "იბერია სტარი" ევროპაში ერთადერთი გუნდია, რომელსაც "უეფას ფუტსალის თასის" ყველა გათამაშებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამჟამად, "იბერია სტარს" უეფას რეიტინგში მე-8 ადგილი უჭირავს.

გიორგი დარჯანია: "იბერია სტარი" ერთადერთი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ყველა გათამაშებაში მონაწილეობდა, თუმცა ქართული გუნდი სამშობლოში პირველად ითამაშებს. საქართველოში ჩამოსული იყო უეფას ინსტრუქტორი, ვინც დაათვალიერა თბილისში მდებარე სასტუმროები და სპორტის სასახლე, სადაც მატჩები გაიმართება. სტუმარი ნანახით კმაყოფილი დარჩა, მალევე კი უეფასგან ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობის უფლება მივიღეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია".

ვახტანგ წერეთელი: " მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციას მხარდაჭერისთვის, ვისი დახმარებითაც მოხერხდა ჩემპიონთა ლიგის მატჩების მასპინძლობა. ჩვენი გადაწყვეტილებით თამაშებზე დასწრება უფასო იქნება, ამიტომ დიდი იმედი გვაქვს რომ გულშემატკივარი სპორტის სასახლეს გაავსებს. გუნდი მოახლოებული მატჩებისთვის ემზადება და დარწმუნებულები ვართ, რომ გულშემატკივარი არ მოიწყენს".

გია გალდავა: " ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი დონის ღონისძიება თბილისში ტარდება, ქართული გუნდი კი უეფას რეიტინგში მე-8 ადგილზეა. კარგია, რომ გულშემატკივარს მატჩებზე თავისუფლად დასწრების საშუალება მიეცემათ და "იბერია სტარს" უქომაგებენ".

27 სექტემბერი
15:30 სლოვ-მატიკი - ჟენევა
18:00 იბერია სტარი - მაპიდი

28 სექტემბერი
15:30 მაპიდი - სლოვ-მატიკი
18:00 იბერია სტარი - ჟენევა

30 სექტემბერი
15:30 ჟენევა - მაპიდი
18:00 იბერია სტარი - სლოვ-მატიკი

msy.gov.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
matchebis dros mocekvave gogonata jgupis saxeli mainteresebs da ar icit :D
0

სიახლეები პოპულარული