"იბერია სტარმა" მაპიდი" 4:0 დაამარცხა

AutoSharing Option
უეფას "ფუტსალის თასის" ძირითადი ეტაპის გათამაშებაში თბილისის "იბერია სტარმა" ბელორუსის "მაპიდი" 4:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში "მაპიდი" ძალიან ჩაკეტილად თამაშობდა და ბრაზილიელებით უხვად დაკომპლექტებულმა ქართულმა გუნდმაც მის დაცვას გასაღები ვერ მოარგო. აღსანიშნავია, ბელორუსთა მეკარის კარგი თამაშიც. შეხვედრის პირველი ნახევარი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში "იბერია სტარმა" პრესინგს მიმართა და ანგარიშიც მალევე , ლუის ბაპტისტას ეფექტური დარტყმით გაიხსნა. ბრაზილიელმა ლეგიონერმა მარცხნიდან ქუსლით გაიტანა. მალევე მან "მაპიდის" კარის დარაჯი მეორედაც დაამწუხრა. მესამე გოლი ედუმ გაიტანა. მეოთხე კი რონიონის ანგარიშზეა.

"ფუტსალის თასის" მეორე შეხვედრას "იბერია
სტარი" ხვალ შვეიცარიის "ჟენევასთან" გამართავს.

"იბერია სტარი": ტონი (მეკ.), ბეტინიო, რონინიო, ბრუნო მელო, რომარიო, ერნესტ აკოპოვი (მეკ.), ედუ, ალექსანდრე ძაბირაძე, გიორგი ალთუნაშვილი (კ), ლუიზ ბაპტისტა, გალაკტიონ ზოიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი,

მთავარი მწვრთნელი: ოლეგ სოლოდოვნიკი (უკრაინა)

"მაპიდი": ანდრეი ჩურილინი (მეკ.), ვლადიმირ ლევუსი, ალეკსანდრ ოლშევსკი, სერგეი პოდალინსკი, ანდრეი მალინოვსკი, ალეკსანდრე სავინცევი, დმიტრი აჩაპოვსკი (მეკ.), ალექსანდრ სავინცევი (კ), ვიტალი ბიჩენკოვი, სერგეი სილივონჩიკი (კ), დმიტრი ელისეევი, ალექსეი პოპოვი, ვადიმ ლუჩკოვსკი.

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ იგნატიკი

გოლები: 1:0 ლუის ბაპტისტა (23:27), 2:0 ლუის ბაპტისტა (24:02), 3:0 ედუ (25:01), 4:0 რონინიო (31:16).

გაფრთხილება: ედუ (35:28), სლივოჩნიკი (37:07).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული