1:0 ალთუნაშვილი (3), ალთუნაშვილი 2:0 (), რონინიო 3:0 (11), 4:0 ალთუნაშვილი (18), 5:0 ედუ (18), 6:0 ბრუნო მელო (21), 7:0 ბრუნო მელო (25), 8:0 ედუ (29), 9:0 ბრუნო მელო (30), 10:0 ჯვარაშვილი (37), 11:0 რომარიო (38)
იბერია სტარი: ტონი, ლუიშ ბაპტისტა, რონინიო, ბრუნო მელო, რომარიო, აკოპოვი (მეკარე), ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ბეტინიო, გ. ზოიძე, ჯვარაშვილი
მაპიდი: სანტოსი, ურესი, ანდრე და კოსტა, პინეირო, პრატესი, ოლივეირა (მეკარე), ნევესი, ჯექსონი, ენრიკეში, მასკარა, სილვა, როდრიგესი
გაფრთხილება: რონინიო (20),
არბიტრები: პ. მანტევი (მაკედონია), ე. სტამულისი (საბერძნეთი)
ბეტინიო
თბილისის სპორტის სასახლეში უეფას ფუტსალის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩები გაიმართა. საქართველოს მრავალგზის ჩემპიონმა და უეფას თასის უცვლელმა მონაწილე "იბერია სტარმა" ჯგუფის ფავორიტის სტატუსი ამჯერადაც გაამართლა. თუ ჩვენმა გუნდმა მინსკის "მაპიდთან" გამარჯვება ძალების მაქსიმალური დაძავბით მოახერხა (4:0), შვეიცარიული კლუბი იოლად დაამარცხა, ფეხბურთელებმა კი მაყურებლები, რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში "იბერიას" მხარდაჭერას არ აკლებდნენ, ლამაზი თამაშით გაახარეს.
თუმცა, იძახე ქართული და შვეიცარიული კლუბებიო - გადახედავ შემადგენლობებს და თავი ბრაზილიაში გეგონება, თუმცა "იბერიას" მოთამაშეთა ნახევარი მაინც არის ქართველი, "ჟენევას" 12-კაციან განაცხადში კი ყველა ბრაზილიელია .
ჩვენმა ბრაზილიელებმა შვეიცარიელებისას აშკარად აჯობეს, რაც ძალზედ გასაოცარი იყო. აბა, სად "ჟენევას" ფინანსური შესაძლებლობები და სად ჩვენი, მაგრამ "იბერიას" ბევრად უფრო ხარისხიანი ლეგიონერები ჰყავს და ამაზე გამანადგურებელი შედეგიც მეტყველებს.
სტუმრებმა ჩვენებს წინააღმდეგობა ვერაფერში გაუწიეს, გოგა ალთუნაშვილის დაწყებული საქმე ბრაზილიელებმა გააგრძელეს, ბოლოსკენ კი 16 წლის ვახტანგ ჯვარაშვილმა უეფას თასზე პირველი გოლი გაიტანა.
განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო რომარიოს ბოლო გოლი, ბრაზილიელმა "ჟენევას" ლამის ყველა მოთამაშე მოატყუა და ბურთი მეკარეს თავზე გადაუგდო.
მანამდე კი სპორტის სასახლეში სლოვაკეთის `სლოვ მატიკი" ბელორუსის "მაპიდს" შეხვდა და დაძაბულ მატჩში 2:1 მოუგო.
სლოვ მატიკი (სლოვაკეთი)-მაპიდი (ბელარუსი) 2:1
გოლები: 0:1 ოლშევსკი (18), 1:1 რაიზეკი (28), 2:1 კოზარი (30).
ამგვარად, ტურნირის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ოლეგ სოლოდივნიკის გაწვრთნილი "იბერია" გათამაშების ელიტრაუნდში გავიდა. დღეს მონაწილენი ისვენებენ, ხვალ კი, 30 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე "მაპიდი" "ჟენევას" დაუპირისპირდება, 18 საათზე კი "იბერია"-"სლოვ მატიკის" მატჩი ჯგუფში გამარჯვებულს და ელიტრაუნდის კენჭისყრამდე მეორე კალათში მოხვედრილ გუნდს გამოავლენს.
გ თ მ ფ წ ბ
1 იბერია 2 2 0 0 15-0 6
2 სლოვ მატიკი 2 1 1 0 7-6 4
3 ჟენევა 2 0 1 1 5-16 1
4 მაპიდი 2 0 0 2 1-6 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"