0:1 მუნტეანუ (7), 0:2 მუნტეანუ (26), 1:2 კაპუკრანიანი (27), 2:2 მხითარიანი (27)
სომხეთი: აკოპოვი, სააკიანი, კაპუკრანიანი, დანიელიანი, კირაკოსიანი, მაშუმიანი, კარაპეტიანი, მხითარიანი, მარდანიანი, ბაბაიანი, გიულამბარიანი, პეტროსიანი
მწვრთნელი: რუბენ ნაზარეთიანი
მოლდოვა: ნეაგუ, ბურდუჟელი, მუნტეანუ, ტაკოტი, ლასკუ, კოისევი, არლეტი, ტანურკოვი, ჰილოტი, ბაესუ, ტოპალო, კაპსამუნი
მწვრთნელი: ვლადიმირ ვუსატი
გაფრთხილება: კაპუკრანიანი, კირაკოსიანი
არბიტრები: ს. პელესიე (საფრანგეთი), გ. ბილუა (ბელგია)
საქართველო-მალტა 10:0
1:0 სებისკვერაძე (8), 2:0 სებისკვერაძე (8), 3:0 ნიშნიანიძე (13), 4:0 თოთლაძე (14), 5:0 ბობოხიძე (17), 6:0 თოთლაძე (20), 7:0 ტიკურიშვილი (22), 8:0 თოთლაძე (32),
საქართველო: ჯამბურია, ალთუნაშვილი, კობაიძე, ნიშნიანიძე, ტიკურიშვილი, ჭანუყვაძე, ლუკავა, თოთლაძე, მაისაია, ბობოხიძე, სებისკვერაძე, კეფაშვილი
მწვრთნელი: ზაალ ჩიტალაძე
მალტა: მიფსუდი, სალიბა, გერა, ფრენდო, სკიკლუნა, ოვერენდი, კუტაიარი, ბრინკატი, ბარტოლო, სკიებერასი, სპიტერი, ვასალო
მწვრთნელი: ვიქტორ ჰერმანსი
გაფრთხილება: ჭანუყვაძე, გერა, ოვერენდი, ბრინკატი
არბიტრები: ზ. ბოგდანოვი (სერბეთი), ნ. იელიჩი (ხორვატია)
საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 7 წუთი რჩებოდა საიმისოდ, რომ მაჩანჩალა მალტელთა კარში მეთერთმეტე გოლი გაეტანა, რითაც ბოლო ტურში მოლდოვასთან ფრეც ჰყოფნიდა, მაგრამ ზაალ ჩიტალაძის ფეხბურთელებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და ბოლო ტურის წინ ჯგუფში მდგომარეობა ძალიან ჩაიხლართა.
ეს, უპირველესად, სომხეთისა და მოლდოვას ფრემ განაპირობა, როცა, გუშინწინდელი საღამოსგან განსხვავებით, სომხები თვითონ აღმოჩნდნენ მდევრის როლში და ორბურთიანი ჩამორჩენა უკვე თავად აღმოფხვრეს.
ამ შედეგმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ორივე გუნდს შეუნარჩუნა და მეორე მატჩში უკვე ქართველთა შედეგიანობაზე იქნებოდა დამოკიდებული, ზედა სამეულის წევრთაგან ვინ როგორ მდგომარეობაში აღმოჩნებოდა.
შეგახსენებთ, პირველ ტურში მოლდოვამ მალტა სწორედ 10:0 გაანადგურა და ჩვენ ამაზე უკეთესი ანგარიშით გამარჯვება გვმართებდა. ეს ვერ შევძელით და ახლა უკანდასახევი გზა აღარ გვაქვს - ხვალ მოლდოვას უნდა მოვუგოთ, რადგან უკეთესი რეიტინგის წყალობით, ფრის შემთხვევაში ეს გუნდი ცხრილში ჩვენზე მაღლა აღმოჩნდება.
არც სომხები არიან ურიგო სიტუაციაში - ხვალ მალტელებს ეთამაშებიან და შეეცდებიან, კუნძულელები 10:0-ზე მეტი სხვაობით დაამარცხონ. მოკლედ, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ჯგუფის სამ გუნდს აქვს შენარჩუნებული და ხვალ სპორტის სასახლეში მისვლა ნამდვილად ღირს - მით უფრო, რომ დასწრება უფასოა.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ეტაპზე ჯგუფის გამარჯვებული გადავა, თუმცა შესაძლოა, მას მეორეადგილოსანიც მიჰყვეს, თუ ხუთი ჯგუფის ორ საუკეთესო მეორეს შორის მოხვდება.
1. მოლდოვა 2 1 1 0 12-2 4
2. საქართველო 2 1 1 0 12-2 4
3. სომხეთი 2 0 2 0 4-4 2
4. მალტა 2 0 0 2 0-20 0
23 ოქტომბერი
18:30 მალტა-სომხეთი
21:00 მოლდოვა-საქართველო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"