თუმცა, როგორც ჩანს, ზეიმი ნაადრევი აღმოჩნდა. მოლდოველებმა, რომლებსაც მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში ვაჯობეთ, უეფაში იჩივლეს - ჩვენ არა, შეხვედრის დელეგატს უჩივიან, მაგრამ რა ხეირი?
სადავო სწორედ ეს პენალტებია. საქმე ის არის, რომ, უეფას დებულებით, როცა ორ გუნდს აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი
2:2-ზე ნაკლებ შედეგიანი ფრე სომხეთის ნაკრებს აძლევდა ხელს, მაგრამ ახლა ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს.
არ ვიცით, რას გადაწყვეტს უეფა, ახლა დარწმუნებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ დელეგატს უყურადღებობისთვის მკაცრად დასჯის.
მართალია, დელეგატმა მატჩამდე ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოსთან სატელეფონო კონსულტაცია გაიარა, მაგრამ უეფა, ალბათ, "დაბალ ღობეს" დასჯის და იტყვის, დელეგატმა ტელეფონით სიტუაციის არსი სრულად არ გადმოგვცაო.
როგორი ბედი ეწევა საქართველოს ნაკრებს? სამწუხაროდ, ძნელი სათქმელია. ლოგიკურად, დელეგატის შეცდომის გამო ჩვენ არ უნდა დავისაჯოთ, ბოლოს და ბოლოს, მას ქართველებისთვის რომ ეთქვა, ფრე ხელს არ გაძლევთო, ჩვენი გუნდი უფრო რისკიანად ითამაშებდა. მოლდოველებს ის ეთქმით, უეფას დებულება დაირღვა და მინიმუმ გადათამაშებას ვიმსახურებთო.
მოკლედ, დელეგატისა თუ უეფას მავანი ჩინოვნიკის მცდარი ნაბიჯის, არაკომპეტენტურობისა თუ საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო, ისეთი ვითარებაა, კომპრომისული გადაწყვეტილების მიღება წარმოუდგენელი ჩანს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"