"იბერია სტარი" პორტუგალიას 'სპორტინგით" დაასრულებს

AutoSharing Option
სანამ უეფა მოლდოველთა პროტესტს განიხილავს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ბედი გაირკვევა, საკლუბო ფუტსალზე ვთქვათ, მით უფრო, რომ საამისოდ კარგი მიზეზი გვაქვს - სულ ცოტა ხნის წინ ხომ საქართველოს ჩემპიონმა "იბერია სტარმა" წარმატებით გადალახა ევროპის ფუტსალის თასის პირველი ჯგუფური ეტაპი და ელიტრაუნდისთვის ემზადება.

ჩვენების მეტოქეები კი ვიცოდით, მაგრამ დასადგენი იყო ჯგუფის კალენდარი და ესეც გაირკვა.

16 ნოემბერი
იბერია სტარი-დიორი (უნგრეთი)
სპორტინგი (პორტუგალია)-ტარგუ მურეში (რუმინეთი)

17 ნოემბერი
ტარგუ მურეში-იბერია სტარი
სპორტინგი-დიორი

19 ნოემბერი
დიორი-ტარგუ მურეში
იბერია სტარი-სპორტინგი

შეგახსენებთ, ტურნირს პორტუგალია უმასპინძლებს, ფინალურ
ოთხგუნდიან ეტაპზე კი მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები გავლენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული