შეგახსენებთ, მოლდოვის ფუტსალის ფედერაციამ უეფაში საჩივარი შეიტანა, მატჩის დელეგატს პენალტები კი არ უნდა დაენიშნა, რაკი მოლდოვისა და საქართველოს ნაკრებებს ჯგუფში აბსოლუტურად ყველა მაჩვენებელი იდენტური ჰქონდათ, ფიფას რეიტინგში უკეთესი პოზიციის წყალობით ჯგუფის გამარჯვებულად ჩვენ უნდა გამოვცხადებულიყავითო.
უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე ჯგუფის გამარჯვებულად კვლავაც საქართველოს ნაკრებია დასახელებული, მაგრამ იქვე მინიშნებულია, რომ ეს საკითხი
ფაქტია, რომ უეფას დელეგატმა შეცდომა დაუშვა, მაგრამ ისიც უსამართლობა იქნება, ამის გამო საქართველოს ნაკრები დაზარალდეს.
მოლდოველები იმედს არ კარგავენ, რომ მატჩის შედეგი გაუქმდება, თუმცა გაუგებარია, ამ შემთხვევაში ვინ გამოცხადდება ჯგუფის გამარჯვებულად. დიდი დრო მეორე შესარჩევ ეტაპამდეც არ რჩება და გადათამაშების დანიშვნაც წარმოუდგენლად გვეჩვენება. ბუნებრივია, მეორე რაუნდში ორივე გუნდის ერთად დაშვებაც არ არის ჭკუასთან ახლოს.
მოკლედ, სიტუაცია ძალიან ჩახლართულია და იმედია, დელეგატის შეცდომის გამო ჩვენ არ დავზარალდებით. უეფა საკუთარ ვერდიქტს, სავარაუდოდ, ამ კვირაში გამოაცხადებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"