"იბერია" დღეს იწყებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ჩემპიონი "იბერია სტარი" ევროპის ფუტსალის თასის ელიტრაუნდში ჩაერთვება და მისი პირველი მეტოქე უნგრული "დიორი ეტო" იქნება.

ელიტრაუნდში ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფია, რომელთა გამარჯვებულებიც ფინალურ ოთხეულში გავლენ. ჩვენი, C ჯგუფის მატჩებს პორტუგალია მასპინძლობს.

შეგახსენებთ, "იბერია სტარი" ელიტრაუნდამდე შარშანაც მივიდა და ფინალურ ოთხეულამდე მცირედი დააკლდა. იმედია, ჩვენი ჩემპიონისთვის ეს ევროსეზონი კიდევ უფრო წარმატებული იქნება.

გაგაცნობთ ჩვენი ჯგუფის მატჩების განრიგს:

16 ნოემბერი
იბერია სტარი (საქართველო)-დიორი ეტო (უნგრეთი)
სპორტინგი (პორტუგალია)-ტარგუ მურეში (რუმინეთი)

17 ნოემბერი
ტარგუ
მურეში-იბერია სტარი
სპორტინგი-დიორი ეტო

19 ნოემბერი
დიორი ეტო-ტარგუ მურეში
იბერია სტარი-სპორტინგი

"იბერა სტარის" განაცხადი ასეთია:
მეკარეები: ტონი (ბრაზილია), ერნესტ აკოპოვი (სომხეთი), ალექსანდრე ჯამბურია;
მცველები: ედუ, დანიელ საკაი, რომარიო (სამივე – ბრაზილია), ალექსანდრე ძაბირაძე, შოთა კუბლაშვილი;
თავდამსხმელები: ბეტინიო, ლუიშ ბაპტისტა, ბრუნო მელო, ფუტი (ყველა – ბრაზილია), გიორგი ალთუნაშვილი, რონინიო, ვახტანგ წერეთელი, გალაქტიონ ზოიძე, ვახტანგ ჯვარაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ოლეგ სოლოდოვნიკი (უკრაინა)

განაცხადში ბრაზილიელი რონინიო ქართველებთან ერთადაა მოხსენიებული და ეს შეცდომა არ გეგონოთ – იგი უკვე საქართველოს მოქალაქეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული