იბერია სტარი-დიორი ეტო 2:9
0:1 დიურშანი (5), 0:2 ელიო ფაბიანი (14), 0:3 ჯეფერსონი (17), 0:4 ლოდი (24), 0:5 ლოდი (25), 0:6 ელიო ფაბიანი (27), 0:7 ალ-ლოანი (30), 1:7 რონინიო (31), 2:7 ედუ (34), 2:8 ჰარნიში (38), 2:9 ალ-ლოანი (39)
იბერია სტარი: ტონი, ბეტინიო, რონინიო, ბრუნო მელო, რომარიო, ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ლუიშ ბაპტიშტა, დანიელ შაკაი, ფუტი, აკოპოვი.
მწვრთნელი: ო. სოლოდოვნიკი
დიორი ეტო: ბალაში, ალ-ლოანი, ჰარნიში, დროტი, ელიო ფაბიანი, დობრე, ლოდი, შეგი, დიურშანი, ჯეფერსონი, შოპაკი, მატკოვიჩი.
მწვრთნელი: ა.
არბიტრები: ტ. ლეჰტინენი (ფინეთი), ა. ბენაზი (ჰოლანდია)
"იბერია სტარი" ევროპის ფუტსალის თასის ელიტრაუნდის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ უნგრულმა "დიორი ეტომ" პროგნოზები თავდაყირა დააყენა და საქართველოს ჩემპიონს დიდი სირცხვილი აჭამა.
სამწუხაროდ, ქართველ ქომაგთა მოლოდინი არ გამართლდა და "იბერია სტარი", რომელსაც ჯგუფში გამარჯვების ურიგო შანსი, წესით, არ უნდა ჰქონოდა, ელიტრაუნდის პირველივე ტურში დაემშვიდობა ევროპის ოთხ საუკეთესო კლუბში მოხვედრაზე ოცნებას.
როგორც ოქმიდან ხედავთ, უნგრელებმა ბრაზილიური ბირთვისგან შემდგარ "იბერიას" თავიდანვე აჯობეს და პირველი ტაიმი სამბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ზოგჯერ ფუტსალში მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება ხოლმე და მაინც არ იყო გამორიცხული, ჩვენებს მდგომარეობა გამოესწორებინათ. სიტუაცია კი "დიორის" სასარგებლოდ შეიცვალა, რომელმაც მეორე ნახევარში საქართველოს ჩემპიონს ერთი ამოსუნთქვით გადაურბინა და მეტოქეს კატასტროფული ანგარიშით სძლია.
იმ ორ გოლს, რომელიც უნგრელთა კარში "იბერიას" ბრაზილიელებმა გაიტანეს, ძალიან ძნელია, პრესტიჟისა უწოდო, რადგან გუშინ ქართულ კლუბს პრესტიჟი უკიდურესად შეელახა.
ასე, სტარტზევე დასრულდა ბრძოლა ელიტრაუნდის დასაძლევად და ახლა ოლეგ სოლოდოვნიკის გუნდს ისღა დარჩენია, დღევანდელ და ზეგინდელ შეხვედრებში სცადოს შელახული იმიჯის აღდგენა. დღეს "იბერია სტარი" რუმინულ "ტარგუ მურეშს" შეხვდება, ზეგ კი - პორტუგალიურ "სპორტინგს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"