"იბერია" - რეაბილიტაცია და თეორიული შანსი

AutoSharing Option
17.11. ოდიველაში (პორტუგალია)
იბერია სტარი-ტარგუ მურეში 7:3
0:1 მატეი (1), 1:1 ბრუნო მელო (2), 2:1 ბეტინიო (7), 3:1 ბრუნო მელო (8), 3:2 სტოიკა (8), 4:2 ედუ (12), 5:2 დანიელ შაკაი (15), 5:3 სტოიკა (18), 6:3 ლუიშ ბაპტიშტა (27), 7:3 ალთუნაშვილი (30)

იბერია სტარი: ტონი, ბეტინიო, ლუიშ ბაპტიშტა, რონინიო, ბრუნო მელო, ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, დანიელ შაკაი, რომარიო, ფუტი, აკოპოვი.
მწვრთნელი: ო. სოლოდოვნიკი

ტარგუ მურეში: კარლაო, ფ. მატეი, იგნატი, ლუპუ, ალპარი, მ. მატეი, რადუ, სტოიკა, ნიკუსანი, შოში, კოვაჩი, ფილიო.
მწვრთნელი: ე. კასკო

გაფრთხილება:
ლუიშ ბაპტიშტა (17), ფ. მატეი (25), იგნატი (26)
არბიტრები: ბ. სივიჩი (სლოვენია), ტ. ლეჰტინენი (ფინეთი)

"იბერია სტარმა" ლისაბონში მიმდინარე ევროპის ფუტსალის თასის ელიტრაუნდში მეორე მატჩი ჩაატარა და თუკი პირველ ტურში უნგრულ "დიორი ეტოსთან" 2:9 განადგურდა, ამჯერად ფავორიტის სტატუსი გაამართლა და რუმინულ "ტარგუ მურეშს" გადაურბინა - 7:3.

საქართველოს ჩემპიონებს მეტოქემ წინააღმდეგობა მხოლოდ შეხვედრის დებიუტში გაუწია, რის შემდეგაც ოლეგ სოლოდოვნიკის გუნდმა ნელ-ნელა საკუთარი უპირატესობა გაზარდა და შესვენებაზე ორბურთიანი სხვაობით გავიდა. მეორე ნახევარში "იბერია სტარმა" საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა და რუმინელებს ორჯერ გაუტანა.

აღსანიშნავია, რომ ექვსი ქართული გოლიდან მხოლოდ ერთია ქართველის ანგარიშზე, ელიტრაუნდში "იბერია სტარის" საუკეთესო ბომბარდირები კი ჯერჯერობით, ორ-ორი გოლით ედუ და გუშინდელ მატჩში დუბლის ავტორი ბრუნო მელო არიან.

ბოლო ტურის შეხვედრები ხვალ გაიმართება და "იბერია სტარს", რომელიც ლისაბონის "სპორტინგს" დაუპირისპირდება, ჯერ კიდევ აქვს ჯგუფში პირველობის შანსი, ოღონდ მხოლოდ - თეორიული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული