არსებობს მეორე გზა, სადაც სხვების, უფრო ზუსტად კი, რუმინელების იმედად უნდა ვიყოთ - ჯგუფის აუტსაიდერმა "ტარგუ მურეშმა" "იბერიას" გამანადგურებელ უნგრულ "დიორი ეტოსთან" არ უნდა წააგოს
დღეს "იბერია"-"სპორტინგამდე" მოედანზე "ტარგუ მურეში" და "დიორი ეტო" გავლენ და სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, ექნება თუ არა ფასი და მნიშვნელობა ჯგუფის ბოლო მატჩს.
წუხელ "სპორტინგისა" და "დიორის" მატჩი გვიან დასრულდა და მის შედეგს ახლა გაუწყებთ - პორტუგალიელებმა 3:1 გაიმარჯვეს და სწორედ ამის წყალობით შეინარჩუნა შანსი "იბერია სტარმა". საქართველოს ჩემპიონებმა კი, შეგახსენებთ, "დიორისთან" 2:9 მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია "ტარგუ მურეშთან" დაპირისპირებაში შეძლეს - 7:3.
ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:
1. სპორტინგი 2 2 0 0 8-4 6
2. დიორი ეტო 2 1 0 1 10-5 3
3. იბერია სტარი 2 1 0 1 9-12 3
4. ტარგუ მურეში 2 0 0 2 6-12 0
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"