"იბერია სტარის" რეალური და არარეალური შანსები

AutoSharing Option
მართალია, მცირე, მაგრამ "იბერია სტარს" მაინც შერჩა ევროპის ფუტსალის თასის ელიტრაუნდის დაძლევისა და ტურნირის ფინალურ ოთხეულში მოხვედრის შანსი. ოღონდ, იმისთვის, რომ ჯგუფში გაიმარჯვოს, საქართველოს ჩემპიონი მხოლოდ საკუთარ თავზე არ არის დამოკიდებული - უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, "იბერია სტარი" ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მასპინძელ ლისაბონის "სპორტინგს" მინიმუმ 12-ბურთიანი სხვაობით დაამარცხებს. ეს კი ფანტასტიკის სფეროდანაა.

არსებობს მეორე გზა, სადაც სხვების, უფრო ზუსტად კი, რუმინელების იმედად უნდა ვიყოთ - ჯგუფის აუტსაიდერმა "ტარგუ მურეშმა" "იბერიას" გამანადგურებელ უნგრულ "დიორი ეტოსთან" არ უნდა წააგოს
და, თუ ასე მოხდა, ქართველებს ჯგუფიდან გასასვლელად "სპორტინგთან" ნებისმიერი ანგარიშით მოგება ეყოფათ.

დღეს "იბერია"-"სპორტინგამდე" მოედანზე "ტარგუ მურეში" და "დიორი ეტო" გავლენ და სწორედ ეს შეხვედრა გაარკვევს, ექნება თუ არა ფასი და მნიშვნელობა ჯგუფის ბოლო მატჩს.

წუხელ "სპორტინგისა" და "დიორის" მატჩი გვიან დასრულდა და მის შედეგს ახლა გაუწყებთ - პორტუგალიელებმა 3:1 გაიმარჯვეს და სწორედ ამის წყალობით შეინარჩუნა შანსი "იბერია სტარმა". საქართველოს ჩემპიონებმა კი, შეგახსენებთ, "დიორისთან" 2:9 მარცხის შემდეგ რეაბილიტაცია "ტარგუ მურეშთან" დაპირისპირებაში შეძლეს - 7:3.

ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა:

1. სპორტინგი 2 2 0 0 8-4 6
2. დიორი ეტო 2 1 0 1 10-5 3
3. იბერია სტარი 2 1 0 1 9-12 3
4. ტარგუ მურეში 2 0 0 2 6-12 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული