თბილისური გუნდი ლისაბონში გამართულ ჯგუფურ ეტაპზე მასპინძელ "სპორტინგთან" შეხვედრაში საკმაო უპირატესობით ლიდერობდა და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში პირველ აგდილს იკავებდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ დასრულდა და "ოთხთა ფინალის" საგზურიც მეტოქეს შეხვდა.
ამ თამაშამდე რუმინულმა "ტარგუ მურეშმა" მოულოდნელად დაამარცხა და პირველი ადგილისთვის ბრძოლას ჩამოაშორა უნგრული "დიორ ეტო". "იბერია სტარი" "სპორტინგს" თუ მოუგებდა, ქულებით გაუთანაბრდებოდა და ურთიერთშეხვედრაში უპირატესობის წყალობით პირველ ადგილს დაიკავებდა.
ქართულმა გუნდმა მძლავრად ითამაშა პირველ ტაიმში და 3:0 დაწინაურდა,
უეფა-ს ფუტსალის ელიტ-რაუნდი. C ჯგუფი. მესამე ტური
სპორტინგი - იბერია სტარი 5:5 (0:3)
გოლები: 0:1 ბრუნო მელუ (6), 0:2 ბაპტიშტა (8), 0:3 მატუში (15 ავტოგოლი), 1:3 მარსელინიო (21), 1:4 ბაპტიშტა (26), 2:4 დეუ (28), 3:4 ალექსი (28), 4:4 დეუ (31), 4:5 საკაი (37), 5:5 ალექსი (39)
იბერია სტარი: ტონი (მ), ბეტინიო, რონინიო, ბრუნო მელუ, რომარიო; აკოპოვი (მ), ედუ, ძაბირაძე, ალთუნაშვილი, ბაპტიშტა, საკაი, ფუფი
მწვრთნელი: ოლეგ სოლოდოვნიკი
დიორ ეტო - ტარგუ მურეში 3:8
სატურნირო მდგომარეობა
სპორტინგი 3 2 1 0 13:9 7
იბერია სტარი 3 1 1 1 14:17 4
ტარგუ მურეში 3 1 0 2 14:15 3
დიორ ეტო 3 1 0 2 13:13 3
msy.gov.ge